|
26-06-2012, 16:42
29 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო და სამეცნიერო ცენტრის დირექტორის, ევგენია ვეიტსმანის, კომპიუტერული გრაფიკის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია.
დუალური პროგრამა ისწავლება ინგლისურ ენაზე გერმანიის როსტოკის უნივერსიტეტთან ერთად. კურსდამთავრებულებს ევროგაერთიანების ეგიდით ეძლევათ ორმაგი დიპლომები. |
|