ჯარისკაცი, შესაძლოა, საბრძოლო რობოტმა ჩაანაცვლოს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ჯარისკაცი, შესაძლოა, საბრძოლო რობოტმა ჩაანაცვლოს ტექნოლოგიები
16-02-2010, 11:57
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამხედრო სფეროში რევოლუცია ახლოვდება. ჩაანაცვლებს თუ არა ჯარისკაცს საბრძოლო რობოტი? _ მომავლის მებრძოლი რობოტების შემქნელები ამ კითხვაზე დადებითად პასუხობენ.
მათი განცხადებით, მომავალში შესაძლებელი გახდება ბრძოლა მანქანების არმიით, რომლებიც ომის ყველა კანონს დაიცავენ და რომელთა წყალობითაც ეს ომი გაცილებით უსაფრთხო გახდება ადამიანებისთვის.
თანამედროვე რობოტების უმეტესობა, თუ არ ჩავთვლით უპილოტო საფრენ აპარატებს, არ მონაწილეობს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში, ისინი მხოლოდ დამხმარე დავალებებს ასრულებენ, მაგალითად, განაღმვით სამუშაოს.
რამდენადაც ცნობილია, ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯარებში 8 ათას რობოტს იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ პენტაგონის პერსპექტიული კვლევითი პროექტების განყოფილება (პპკპგ) ხელოვნურ ცოცხალ არსებათა შექმნის პროექტის რეალიზებისთვის 2011 წლის ბიუჯეტიდან 6 მლნ დოლარის გამოყოფას აპირებს, _ იტყობინება Wired-ი. სავარაუდოდ, ეს ორგანიზმები მუდმივად იცოცხლებენ, ვიდრე მათი განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
პპკპგ-ის ახალი პროექტის სახელწოდება ”BioDesign”-ი იქნება. განყოფილების განცხადებით, პროეტის რეალიზებისას ბიოტექნოლოგიის ბოლო მიღწევებს გამოიყენებენ, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ცოცხალი, სუნთქვის უნარისა და ”განსაზღვრული ბიოლოგიური ხარისხების” მქონე არსებების შექმნა. არ ზუსტდება, იქნება თუ არა ეს ორგანიზმები მრავალუჯრედიანი, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი უჯრედები წინააღმდეგობას გაუწევს დაბერებისა და კვდომის პროცესებს.
 
 

ასევე:

  • ქართულენოვანი დომენური სახელების გამოყენება შესაძლებელი გახდება
  • ტექნიკური უნივერსიტეტის საბრძოლო კლუბის წევრებმა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვეს
  • სპეციალისტები სისტემური ანალიზის შესასწავლად საჭირო ონლაინთამაშების ტექნოლოგიაზე მუშაობენ
  • მკვლევართა ჯგუფმა ყაზბეგის რაიონში ტრავერტინების მდგომარეობა შეისწავლა
  • ქართველი სტუდენტები ლიტვის მთავრობისგან გრანტებს მიიღებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge