|
6-04-2012, 13:02
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებული “მან-სან-კანის” პრეზენტაცია ჩატარდა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სტუ-ის ადმინისტარციულ კორპუსში გამართა განახლებული “მან-სან-კანის” უმაღლესი ლიგის თამაშების ჩაწერა. მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური სეთიფიკატები უმაღლეს ლიგაში თამაშის დასადასტურებლად.
“მან-სან-კანის” ჩემპიონთა ლიგა უპრეცედენტო სატელევიზიო პროექტია, რომელიც 29 ივნისამდე გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობს 40-ზე მეტი გუნდი. გუნდების რაოდენობიდან გამომდინარე, ჩემპიონატი ორ ეტაპად გაიყოფა. პირველ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს რეგიონის ყველა გუნდი. რომელიც სასცენო რედაქტირებას დაექვემდებარება. ჩემპიონატს ორგანიზებას გაუწევს “მან-სან-კანის” ფედერაცია ნიკოლოზ მახვილაძის ხელმძღვანელობით.
მეორე ეტაპზე ჩემპიონატში შერჩეული 16 საუკეთესო გუნდი წარდგება უმაღლეს ლიგაში, რომელიც გადაიცემა ტელეკომპანია იმედის საშუალებით “მან-სან-კანის შოუს” სახელწოდებით. უმაღლეს ლიგას ორგანიზებას გაუწევს ”მან-სან-კანის” კლუბი ზვიად ბლიაძის ხელმძღვანელობით. |
|