თბილისში “SOMAT”-ის სამშენებლო მასალების სემინარი ტარდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თბილისში “SOMAT”-ის სამშენებლო მასალების სემინარი ტარდება სტუ
19-04-2012, 14:44
21 აპრილს თბილისში “SOMAT”-ის სამშენებლო მასალების ორდღიანი სემინარი გაიხსნება. კომპანია “ერგო 3 ჯორჯია“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ატარებს ბერძნული კომპანია “SOMAT”-ის სამშენებლო მასალების სემინარს. სემინარს ჩაატარებენ საბერძნეთიდან მოწვეული სპეციალისტები.

21 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (ჭანტურიას ქ. # 12) ჩატარდება სემინარის თეორიული ნაწილი. 10:00 საათიდან დაიწყება მონაწილეთა რეგისტრაცია. სემინარის მონაწილეებს მიესალმება კომპანიის წარმომადგენლის ბრენდმენეჯერი მამუკა ელიავა. დამსწრე საზოგადოება მოისმენს მოხსენებებს თემებზე: “ჰიდროსაიზოლაციო მასალები და ბეტონის დანამატები”, “წებოცემენტები და შრეების ამოსავსები მასალები; ბათქაშები – თერმოსისტემა”, “სამრეწველო იატაკები და სარემონტო მასალები”. ლექტორი - ტექნიკური მხარდაჭერის მთავარი კოორდინატორი, ინჟინერ-მექანიკოსი (SOMAT-იდან) - აჰილეას ტოლიოსი. კოორდინატორი და თარჯიმანი ინგლისურიდან და ბერძნულიდან რუსულზე - ექსპორტის მენეჯერის ასისტენტი (ხარისხის უზრუნველყოფა, მეცნიერების მაგისტრი SOMAT- იდან) ნატალია კერესელიძე.

22 აპრილს, 10:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, პირველ სართულზე, სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაში (კოსტავას ქ. 68/ბ) ჩატარდება სემინარის ტექნიკური ნაწილი. თემები: “ჰიდროსაიზოლაციო მასალები; წებოცემენტები და ზატირკები; სარემონტო მასალები”, "სამრეწველო იატაკები; ბათქაშები”. ლექტორი - ინჟინერ-მექანიკოსი – ტექნიკური უზრუნველყოფა (SOMAT-იდან) – იოანის მასტორისი. კოორდინატორი და თარჯიმანი ინგლისურიდან და ბერძნულიდან რუსულზე - ექსპორტის მენეჯერის ასისტენტი (ხარისხის უზრუნველყოფა, მეცნიერების მაგისტრი SOMAT-იდან) ნატალია კერესელიძე (ტელ.: 210 28 68, 5-92 07 88 00 ნატალია ჩაუსი).
 
 

ასევე:

  • ენერგოეფექტურობის თემაზე სტუ-ში სემინარი ჩატარდა
  • სტუ-ში საერთაშორისო სემინარი ტარდება
  • კომპანია “დოკა” ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქარს გადასცემს
  • სტუ-ში ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების პრეზენტაცია გაიმართა
  • თემაზე “ექსპერიმენტი CMS დიდ ჰადრონულ კოლაიდერზე“ სტუ-ში სემინარი ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge