[GHN] სახელმწიფო გრანტის საშუალებით 127 სტუდენტი მაგისტრატურას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში გაივლის. პროგრამაში გამარჯვებული ახალგაზრდების გაცილების ცერემონია სასატუმრო "რედისონში" გაიმართა.
სტუდენტებთან გამოსამშვიდობებლად საქართველოს პრემიერი და განათლების მინისტრი მივიდნენ. პროგრამა რეფორმებისა და განვითარების ფონდმა 6 მილიონით დააფინანსა.
ხელისუფლება მომავალში ფონდის გაზრდას და მაგისტრატურასთან ერთად სხვა სასწავლო პროგრამების დაფინასებასაც გეგმავს.