საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა მამუკა ბერიაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას საგანმანათლებლო ცვლილებები გააცნო. შეხვედრას ესწებოდნენ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსი ნუგზარ ჩიტაია, სამინისტროს წარმომადგენლები, სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები.
საუბარი შეეხო რუსთაველის ეროვნულ ფონდში მომხდარ ცვლილებებსაც და აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება რუსთაველის ფონდის მიერ პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების დაფინანსება.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სამოქმედო გეგმის განხილვა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარეობს.