საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და თურქეთის ქვეყნებს შორის კულტურული, საზოგადოებრივი და მეგობრული ურთიერთობების განვითარების საქმეში გაწეული დიდი ღვაწლის აღსანიშნავად, “საქართველოს მეგობრობის ასოციაციის” თავმჯდომარე, ქალაქ სტამბულის მერის მოადგილე ალი რიზა ალთუნელი-დარბაზიშვილი საპატიო დოქტორის დიპლომით დაჯილდოვდა.
“საქართველოსმეგობრობის ასოციაციის” თავმჯდომარეს ჯილდო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისა და ინტერნეტჟურნალ "ამბიონის" ორგანიზებით, გაიმართა მხარდამჭერი ღონისძიება, რომელიც სტამბულში ქართული ბიბლიოთეკის დაარსებას მიეძღვნა. ეს ისტორიული მოვლენა "საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციისა" (თავმჯდომარე - ალი რიზა ალთუნელი) და "თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის" (თავმჯდომარე ოთარ ნადირაძე) ინიციატივითა და უშუალო ხელძღვანელობით განხოციელდა.
ღონისძიების ფარგლებში, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა. ბიბლიოთეკის შევსებაში მონაწილეობის მიღება თითოეულ ადამიანს შეუძლია. მსურველებმა ქართულენოვანი წიგნები უნდა მიიტანონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში და ეს წიგნები სტამბულში ახლად დაარსებულ ქართულ ბიბლიოთეკას გაეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ “საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის და თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის” ორგანიზებით გამოიცა წიგნი „ქართველები და საქართველო“, სადაც შესულია მსოფლიოში ყველაზე დიდ და საიმედო „ოსმლეთის არქივში“, ქრონოლოგიის ზედმიწევნითი შესწავლით დაცულ დოკუმენტებში არსებული წყაროები. 26 მაისს ხელოვნების სასახლეში ამ წიგნისა და იმავე სახელწოდების გამოფენის პრეზენტაცია გაიმართება (კარგარეთელის ქ. No:6).
საზოგადოება "საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია" დაარსდა 2005 წელს ქ. სტამბოლში, ფატიჰის რაიონში. საზოგადოებასთან მოქმედებს ქართული ენის შემსწავლელი კურსები.