|
15-06-2012, 13:49
15 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ეხება პროგრამას "ასწავლე საქართველოსთვის“.
აღნიშნული პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესება და მათი დასაქმება საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების იმ სკოლებში, სადაც კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტია. პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსში პედაგოგთა მიღება გამოცხადდა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, დაწყებითი საფეხური, ისტორია, გეოგრაფია, გერმანული ენა, რუსული ენა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა. |
|