გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში ნაშრომების დაცვა გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში ნაშრომების დაცვა გაიმართა სტუ
8-07-2012, 22:12
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში სამაგისტრო დამამთავრებელი ნაშრომების დაცვა გაიმართა. ნაშრომების შესაფასებლად საკვალიფიკაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით მუშაობდა:
კომისიის თავმჯდომარე - ბერდი ზაუტაშვილი
კომისიის მდივანი - ხათუნა მიქაძე
კომისიის წევრები: ნოდარ ფოფორაძე
ნოდარ ქაჯაია
უჩა ზვიადაძე
ირინე ფარადაშვილი
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად კომისიის წინაშე 7 კურსდამთავრებული წარდგა:

1. მაგისტრანტი – გიორგი ბერიძე
სამაგისტრო ნაშრომის დასახელება – “ხრამის კრისტალური მასივის გვიანვარისკული გრანიტების პეტროლოგია”
ხელმძღვანელი – გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ დუდაური
რეცენზენტი – ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის პეტროლოგიის, ვულკანოლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა ერონული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი დავით შენგელია

2. მაგისტრანტი – შოთა ჯანაშვილი
სამაგისტრო ნაშრომის დასახელება – “ჰოკრილას მადანგამოვლინების სასარგებლო მინერალიზაციის მარაგების და რესურსების გამოთვლა”
ხელმძღვანელი – სტუ-ს სრული პროფესორი ნოდარ ქაჯაია
რეცენზენტი – შპს “ოქროს საწმისის“ მთავარი გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ა. ოქროსცვარიძე

3. მაგისტრანტი – ნათია ინანაშვილი
სამაგისტრო ნაშრომის დასახელება – “არქეოლოგიური კერამიკული ჭურჭლის შედგენილობა და გენეზისი (გრაკლიანი გორის მაგალითზე)“
ხელმძღვანელი – სტუ-ს სრული პროფესორი ნოდარ ფოფორაძე
რეცენზენტი – სტუ-ს ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ტმდ მ. კაპანაძე

4. მაგისტრანტი – ქეთი ბენაშვილი
სამაგისტრო ნაშრომის დასახელება – “ზემო სვანეთის ჰერცინული გრანიტოიდები და მათთან დაკავშირებული მადანგამოვლინებები”
ხელმძღვანელი – სტუ-ს ასოცირებული პროფესორი დავით ბლუაშვილი
რეცენზენტი – შპს “გეოლოგია და მინერალური რესურსების“ დირექტორი ზ. ბაიაძე

5. მაგისტრანტი – ნინო თანდილაშვილი
სამაგისტრო ნაშრომის დასახელება – “ზრდის სტრუქტურები ძვირფას ქვებში”
ხელმძღვანელი – სტუ-ს ასოცირებული პროფესორი ია ახვლედიანი
რეცენზენტი _ სტუ-ს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილების გამგე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი გიორგი მაღალაშვილი

6. მაგისტრანტი – ნათია ჯანაძე
სამაგისტრო ნაშრომის დასახელება – “მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროს გოგირდწყალბადიანი მინერალური წყლების წარმოშობის გეოქიმიური პირობები და რესურსები”
ხელმძღვანელი – სტუ-ს სრული პროფესორი უჩა ზვიადაძე
რეცენზენტი - გეოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის ნამდვილი წევრი ჯემალ გაბეჩავა

7. მაგისტრანტი – ანი გეთიაშვილი
სამაგისტრო ნაშრომის დასახელება – “ნახშირწყალბადის ჩანართები თელეთის ქედის მთის ბროლში (დაბახანის ხეობის მაგალითზე)”
ხელმძღვანელი – სტუ-ს ასოცირებული პროფესორი ია ახვლედიანი
რეცენზენტი – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს სრული პროფესორი მევლუდ შარიქაძე

მაგისტრანტებმა საკუთარი ნაშრომები მოხსენებებითა და საპრეზენტაციო მასალებით წარმოადგინეს, შემდეგ კი კომისიის წევრების, რეცენზენტების და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნაშრომები კომისიის თითოეული წევრის მიერ ცალ-ცალკე შეფასდა, ქულათა საშუალო რაოდენობით კი ყველა მაგისტრანტმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.
 
 

ასევე:

  • კონფერენციის საინჟინრო ფიზიკის სექცია
  • სტუ-ში დისერტაციის დაცვა ონლაინრეჟიმში ჩატარდება
  • სტუ-ს ათენის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
  • სტუ–ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ
  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება"






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge