ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს კულტურა, სპორტი
13-07-2012, 15:07
დღეს, 13 ივლისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია "წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოველში საზეიმო წირვა-ლოცვას, საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი დაესწრო. წირვა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე აღავლინა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ქრისტეს კვართს მოიხსენიებენ, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.

კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა - პეტრესი, ანდრიასი, იაკობ ზებედესი, იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა-იაკობის (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი - უძველესი დღესასწაულია. ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრეპავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.

ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება.
 
 

ასევე:

  • ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
  • სვეტიცხოვლის ეზოში ჩვილთა მე-12 ნათლობა გაიმართება
  • დღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება
  • პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა
  • ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge