ინფორმაცია “Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველთათვის » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ინფორმაცია “Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველთათვის სიახლე
17-07-2012, 21:24
სტუდენტებს, რომელთაც 20 მარტს და დამატებითი რეგისტრაციის დროს ვერ მოახერხეს საზაფხულო დასაქმების პროგრამაში ჩართვა, ეძლევათ შანსი ზაფხულის პერიოდში დასაქმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სამუშაო ადგილი პროგრამაში დარეგისტრირებული მონაწილის მიერ უარის თქმის ან გამოთიშვის გამო გათავისუფლდება, მის ადგილს სარეზერვო სიაში მყოფი სტუდენტი დაიკავებს.

სარეზერვო სიაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია საზაფხულო დასაქმების ვებგვერდზე www.summerjob.ge გაიარონ. პირადი ნომრის შეყვანის და სტუდენტის იდენტიფიცირების შემდეგ, პირი მისთვის სასურველ სამუშაო ადგილს ირჩევს, რომელზეც ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში დასაქმდება. სტუდენტი ყურადღებით უნდა იყოს სამუშაოს არჩევის დროს, ვინაიდან მხოლოდ ერთი სამუშაო ადგილის არჩევაა შესაძლებელი.

სარეზერვო სიაში დარეგისტრირება არ ნიშნავს, რომ სტუდენტი არდადეგების პერიოდში აუცილებლად დასაქმდება. იგი დასაქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მის მიერ არჩეულ სამუშაო ადგილზე ვაკანსია გაჩნდება.

სარეზერვო სიაში დარეგისტრირება მსურველთათვის 18 ივლისს 12 საათზე დაიწყება და 26 ივლისამდე გაგრძელდება.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • SummerJob.ge-ზე რეგისტრაცია დაიწყო
  • Summer Job-ის საიტისა და ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა
  • ”Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი რეგისტრაცია ჩატარდა
  • მერია 10 000 სტუდენტს სხვადასხვა სფეროში დაასაქმებს
  • Summer Job-ში მონაწილეობის მსურველთა ხელახალი რეგისტრაცია იწყება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge