პროექტის "ჩვენ და "ვეფხისტყაოსანი” ფარგლებში ხუთტომეული გამოიცა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პროექტის "ჩვენ და "ვეფხისტყაოსანი” ფარგლებში ხუთტომეული გამოიცა კულტურა, სპორტი
16-12-2009, 21:54
24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, საგამომცემლო ჯგუფი "ჯეო ექს ფაბლიშინგი” და "სეზანი” ხუთტომეულის პრეზენტაციას გეგმავს.
პროექტის "ჩვენ და "ვეფხისტყაოსანი” ფარგლებში გამოიცა ხუთტომეული: 1. შოთა რუსთაველი, "ვეფხისტყაოსანი~ _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის "ვეფხისტყაოსნის~ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის ბოლო რედაქციით; 2. "მოგითხრობთ "ვეფხისტყაოსნის” შესახებ” _ ენციკლოპედიური კრებული პოემისა და მისი ავტორის შესახებ; 3. "ვეფხისტყაოსანს” მოგითხრობენ ავთანდილ არაბული და მამია მალაზონია _ პოემის პროზაული ვერსია, რომლის ავტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ არაბული. ტექსტს ერთვის მხატვარ მამია მალაზონიას ილუსტრაციები; 4. "ვეფხისტყაოსანს” წარმოგიდგენთ ქეთი მატაბელი _ პოემის უძველესი ხელნაწერებისა და მხატვარ მამუკა თავაქარაშვილის ილუსტრაციების მიხედვით შექმნილი 52 ფოლიანტი, რომელსაც ახლავს ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის ესე ქართულ და ინგლისურ ენებზე; 5. "ვეფხისტყაოსნის” გამოცემათა ბიბლიოგრაფია 1712-2008 წ.წ. _ ქართულ და უცხოურ ენებზე დაბეჭდილი პოემის 300-ზე მეტი გამოცემის ჩამონათვალი.
წიგნებს შეძენა შესაძლებელია ლიტერატურულ არტკაფე "ქარავანში”.
 
 

ასევე:

  • ბათუმში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა მოეწყობა
  • გია მურღულიას ბრწყინვალების ორდენს გადასცემენ
  • “უნივერსში” “მეცნიერის სავიზიტო ბარათის” პრეზენტაცია ჩატარდება
  • ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში ალმანახი ქართულ პოეზიას მიეძღვნა
  • ქარავანში ქართველი პოეტების პოეზიის საღამო გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge