გია მურღულიას ბრწყინვალების ორდენს გადასცემენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გია მურღულიას ბრწყინვალების ორდენს გადასცემენ სიახლე
6-12-2010, 00:36
6 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, თბილისის 24-ე საჯარო სკლის დირექტორს, გია მურღულიას, ბრწყინვალების ორდენს გადასცემს.

გია მურღულია 1954 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

1976-1981 წლებში გია მურღულია იყო მეტეხის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე; 1981-1990 წლებში - პედაგოგი თბილისის #23,#18, #6 სკოლებში; 1990 წლიდან 2000 წლამდე - საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი;
2002 წლიდან 2005 წლამდე კი - თბილისის საკრებულოს წევრი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 2005 წლიდან დღემდე თბილისის #24 საჯარო სკოლის დირექტორია.

გია მუღულია 2007 წლიდან საგანმანათლებლო ჟურნალების "ქართული სიტყვა" და "სკოლის მართვა" დამფუძნებელი და მთავარი დირექტორია.

გია მურღულია, 30-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობას ეწევა. მას ეკუთვნის დამხმარე სახელმძღვანელო სკოლებისათვის „საუბრები ქართულ ლიტერატურაზე" და საგანმანათლებლო წერილების კრებული „ფიქრი განათლებაზე". მურღულიას ავტორობით გამოიცა 17- წიგნიანი კრებული სახელწოდებით - „საერო ქართველი მწერლები სკოლაში" და ექვსტომეული „მსოფლიოს რჩეული მოთხრობები", რის გამოც წარდგენილი იყო წლის საუკეთესო პროექტის ნომინაციაზე ლიტერატურულ კონკურსში.

გია მურღულიას ავტორობით გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო - „მსოფლიო და ქართული ლიტერატურის შედევრების მოკლე შინაარსები", ძველი და თანამედროვე იგავების კრებული - „ სიბრძნე მინიატურაში". მურღულიამ დააარსა გოგი დოლიძის სახელობის სიმღერების ფესტივალი. მისივე ინიციატივით დაარსდა კონკურსი - „ვწერთ თავისუფალ თემას" განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის, შემეცნებით-გასართობი პროგრამა მოსწავლეთათვის - „7 დღე".

გია მურღულიას რადიო "პალიტრის" ეთერში მიჰყავს საავტორო გადაცემა „მშობელთა კრება". იგი არის „განათლების ლიდერთა ლიგის" და „პარტნიორი სკოლების კავშირის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით დაარსდა დავით გურამიშვილის ფონდი, რომლის პრემიაც საქართველოს პატრიარქსა და ჭაბუა ამირეჯიბს გადაეცათ.

გია მურღულია არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პედაგოგი „ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის", ასევე სკოლა „ლოგოსის" დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი.
 
 

ასევე:

  • იგორ კვესელავა საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • "ცაბაძეების კრებული" გამოიცა
  • თანამედროვე კაპიტალიზმის დასასრულის თემაზე სტუ-ში დისკუსია იგეგმება
  • გივი სიბაშვილს 78 წელი შეუსრულდა
  • წიგნის სახლში ბელა ჩეკურიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge