|
15-07-2012, 02:59
თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით "ცაბაძეების კრებული" გამოიცა. ქართულ კულტურაში მრავლადაა ოჯახური ტრადიციის მაგალითები. ერთ-ერთი ასეთია ცაბაძეების ოჯახი: მამა _ გიორგი ცაბაძე _ დიდი ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე; შვილი _ კახა ცაბაძე _ კომპოზიტორი, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე.
ახალი კრებული სწორედ ამ კომპოზიტორების სიმღერებიდან არის შედგენილი. მასში შევიდა ძირითადად ის სიმღერები, რომლებიც თბილისს მიეძღვნა. კრებულში შეტანილი სიმღერების უმრავლესობა შეიძლება შეასრულონ როგორც უფროსებმა, ასევე ბავშვებმა. კრებულში შესულია როგორც სოლო, ასევე, საანსამბლო და საგუნდო სიმღერები.
გიორგი ცაბაძის შემოქმედება ათეული წლებია შეიყვარა ხალხმა. მის სიმღერებს მღეროდნენ და დღესაც მღერიან ყველა თაობის მომღერლები. კახა ცაბაძის შემოქმედებაშიც არის ის სიმღერები, რომელიც წარმატებით შეასრულეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა და აიტაცა მსმენელმა. |
|