|
4-01-2013, 11:29
დღეს, 4 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატენტო-სალიცენზიო სექტორის უფროსს, გივი სიბაშვილს, 78 წელი შეუსრულდა.
გივი სიბაშვილი 1935 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (მიიღო ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია); 1973 წელს - საპატენტო დარგში სახალხო მეურნეობის ხელმძღვანელი მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების მოსკოვის ცენტრალური ინსტიტუტი (კვალიფიკაცია - პატენტმცოდნე); 1988 წელს კი - საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემიის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი: საერთაშორისო სპეციალიზაცია და პირდაპირი კავშირები.
გივი სიბაშვილი 1958-62 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომელი (ინჟინერ-გეოლოგი); 1962-72 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ასპირანტი; 1972-2005 წლებში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატენტო-სალიცენზიო განყოფილების უფროსი; 2005 წლიდან დღემდე კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატენტო-სალიცენზიო სექტორის უფროსია.
გივი სიბაშვილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო, აღსანიშნავია, ასევე, მისი პედაგოგიური მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთელი კოლექტივი ულოცავს ბატონ გივის დაბადების დღეს, უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და წარმატებულ საქმიანობას უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ. |
|