|
17-12-2009, 00:07
ცნობილი მევიოლინე ლიანა ისაკაძე 23 დეკემბერს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად საშობაო კონცერტს გამართავს. ლიანა ისაკაძე თბილისში პარიზიდან 15 დეკემბერს ჩამოფრინდა. კონცერტზე, რომელსაც ნიკა მემანიშვილი უდირიჟორებს, მუსიკოსი მსმენელისთვის ცნობილ ნაწარმოებებს შეასრულებს. |
|