|
18-08-2012, 00:50
30 აგვისტოს 17 წლის ქართველ მოცურავე ანა ლომინაძე გეგმავს გახდეს პირველი ქალი პლანეტაზე, რომელიც ცურვის ქართული სამხედრო-საწვრთნელო სტილით გადალახავს ევროპისა და აზიის გამყოფ დარდანელის სრუტეს. ლომინაძე ამ ასპარეზობას მისი მასწავლებლის, ჰენრი კუპრაშვილის მიერ დარდანელის გადაცურვის 10 წლისთავს უძღვნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია ავრცელებს. მათი განცხადებით, სპორტსმენს შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა.
"AVANTE" ჰოსპიტალების მართვის ჯგუფი-ს (მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ი. ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალი კლინიკა, ი. ფაღავას სახელობის პედიატრიის ინსტიტუტი - ალერგოლოგიის და რევმატოლოგიის ცენტრი, ქალთა სამედიცინო ცენტრი ახალი სიცოცხლე, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრი) ინიციატივით, ლომინაძეს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება. მოცურავის დაბრუნების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, AVANTE ჯგუფი ისევ მოახდენს მის სამედიცინო შემოწმებას", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლომინაძე 1995 წლის 2 მარტს დაიბადა. იგი არის სპორტული კლუბი "ლაგუნა ვერეს" წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გულაღმა ცურვაში, საქართველოს ჩემპიონი და თბილისის მერიის თასის მფლობელი "ლაზურით" (თავისუფალი კოლხურით) და "ხელფეხშეკრული კოლხურით" ცურვაში. ლომინაძის მწვრთნელია ჰენრი კუპრაშვილი. |
|