ანა ლომინაძემ დარდანელის სრუტე გადაცურა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ანა ლომინაძემ დარდანელის სრუტე გადაცურა კულტურა, სპორტი
30-08-2012, 23:25
ანა ლომინაძემ 2012 წლის 30 აგვისტოს ძველი ქართული სამხედრო-საწვრთვნელი სტილით - „ხელფეხშეკრული კოლხურით" - გადაცურა დარდანელის სრუტე. მან სტარტი აიღო ევროპის კონტინენტზე, ქ. ეჯიაბათიდან სამხრეთით მდებარე დასახლება კილიტბაჰირთან 13 საათზე (თურქეთის დროით) და ფინიშთან მივიდა ქ. ჩანაქკალეს სამხრეთით მდებარე დასახლება ქეფეზის ნავმისადგომთან (აზიისკონტინენტი) 13:50 სთ-ზე. ლომინაძემ გაცურა 5 500 მეტრი 50 წუთში.

იგი ჩვენს პლანეტაზე გახდა პირველი ქალი (თანაც 17 წლის, სკოლის მოსწავლე), რომელმაც ცურვის ქართული სამხედრო-საწვრთნელი სტილით გადალახა ევროპისა და აზიის გამყოფი დარდანელის სრუტე. ანა ლომინაძემ ასპარეზობა მიუძღვნა თავისი მწვრთნელის, სპორტსმენის, სტუ-ის პროფესორის, ჰენრი კუპრაშვილის მიერ დარდანელის გადაცურვის 10 წლისთავს.

ამ ისტორიულ გადაცურვას ორგანიზაცია გაუწია და ხელმძღვანელობდა საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია. ამ მსოფლიო სარეკორდო-საგინესო ასპარეზობას გვერდში ამოუდგნენ თბილისის მერია, ცნობილი ბარიტონი ლადო ათანელი, სპორტკომპლექსი „ლაგუნავერე", ა/კ „თურქიშეარლაინზი", ჰოსპიტალების მართვის ჯგუფი „ავანტე",სასტუმრო „რადისონი", ანაკლიის ბანაკი „პატრიოტი", „დღის შოუ", მწერალი და მსახიობი გივისიხარულიძე.

"როგორც ცნობილია, მარათონული გადაცურვის ბიზნესმენ ორგანიზატორებმა (Wilusa Tours და Turkish Rotari Clab) ანა ლომინაძეს უარი უთხრეს ხელფეხშეკრული კოლხურით გადაცურვაზე და მხოლოდ თავისუფალი სტილით გადაცურვაზე თანხმდებოდნენ, თუმცა ბოლო მომენტში ინგლისური ფირმა Wilusa Tours-ის დირექტორი დათანხმდა, მაგრამ Turkish Rotari Clab-ი ვერ დავითანხმეთ. მაშინ გადავწყვიტეთ, გაგვერისკა და ნებართვის გარეშე გადაგვეცურა დარდანელი. აქ გადმოხვეწილი ორი ქალბატონის, ნათიასა და ნინოს საშუალებით მოვნახეთ კატერის მფლობელი Serdar-ი (კატერი BURAK- D), რომელიც საფასურის მიღების შემდეგ დაგვთანხმდა გამოგვყოლოდა გადაცურვის დროს. შევარჩიეთ ოფიციალური მარათონისგან 6 კილომეტრის მოშორებით ადგილი და სტარტი ავიღეთ იმ დროს, როდესაც სანაპირო დაცვის მთელი ყურადღება გადატანილი იყო 500 მარათონელის ცურვაზე. ანამ გამოავლინა სიმამაცე და ადვილად დაძლია აღნიშნული დისტანცია. გადაცურვის მთელი პროცესი უწყვეტ რეჟიმში გადაღებულია ვიდეოზე", - აცხადებს კუპრაშვილი.
 
 

ასევე:

  • ანა ლომინაძე დარდანელის სრუტეს გადაცურავს
  • ჰენრი კუპრაშვილმა გადაცურა ბოსფორის სრუტე: 6500 მეტრი, დრო 01:03:14
  • ეკლესია სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • სტუ-ში "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადამ" აიღო სტარტი
  • მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge