ნილ არმსტრონგი, ადამიანი, რომელმაც პირველმა გაიარა მთვარეზე, გარდაიცვალა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ნილ არმსტრონგი, ადამიანი, რომელმაც პირველმა გაიარა მთვარეზე, გარდაიცვალა სიახლე
26-08-2012, 14:18
82 წლის ასაკში გარდაიცვალა ნილ არმსტრონგი, ადამიანი, რომელმაც პირველმა გაიარა მთვარეზე. არმსტრონგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"ნილი არა მხლოდ თავისი დროის არამედ აშშ-ის ისტორიის ერთ- ერთი უდიდესი გმირია. როდესაც ის და მისი კოლეგები Apollo-11-ით 1969 წელს გაემგზავრნენ მთვარეზე, მათ უკავშირდებოდათ მთელი ქვეყნის იმედები. მათ დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ ამერიკულ სულს შეუძლია მიაღწიოს იმას, რაც მიუღწეველი გეჩვენება...", - აღნიშნავს ბარაკ ობამა და დასძენს, - " როდესაც ნილმა გადადგა პირველი ნაბიჯი მთვარის ზედაპირზე, მან ადამიანის დიდებულების დემონსტრირება მოახდინა, ამ მომენტის დავიწყება შეუძლებელია".

ნილ ოლდენ არმსტრონგი 1930 წლის 5 აგვისტოს დაიბადა. იგი იყო კორეის ომის მონაწილე. 1956 წლიდან მუშაობა დაიწყო "ნასაში". 1966 წელს ხომალი Gemini 8-ის მეთაურის რანგში იგი პირველად გაფრინდა კოსმოსში. 1969 წლის 16 ივნისს Apollo-11-ის მეთაურის რანგში იგი კვლავ გაფრინდა კოსმოსში, მაგრამ ამჯერად მთვარეზე. 1969 წლის 21 ივლისს 3:56 საათზე (საშუალო ევროპილი დროით) ასტრონავტმა მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ მთვარეზე ფეხი დადგა და პირველი ნაბიჯიც გააკეთა. იგი მთვარის ზედაპირზე 2:21 საათს იმყოფებოდა.

სულ მთვარეზე 12 ამერიკელი ასტრონავტი იმყოფებოდა.
 
 

ასევე:

  • 81 წლის ასაკში ოტია იოსელიანი გარდაიცვალა
  • დედამიწაზე მთვარის ნაწილობრივი დაბნელება მოხდა
  • ნიკო მუსხელიშვილის გარდაცვალებიდან 35 წელი გავიდა
  • 81 წლის ასაკში ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა
  • 82 წლის ასაკში რუსი მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი გარდაიცვალა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge