|
25-09-2012, 15:21
გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრანტების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:
1. მაგისტრანტი, რომელიც 2012 წლის საერთო სამაგისტრო და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მაგისტრატურის ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია 2012 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინოს განცხადება, რომელშიც უნდა მიუთითოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალი პრიორიტეტების შესაბამისად.
თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა.შ. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.
თუ მაგისტრანტი 2012 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით არ წარმოადგენს განაცხადს გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მაშინ ის დაფინანსდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზედაც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა.
2. მაგისტრანტი, რომელიც 2012 წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია 2012 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი. naec.ge |
|