|
3-10-2012, 15:03
მომღერალ გოგი დოლიძის უნიკალური დისკი "იყო არა იყო რა" გამოვიდა. გასული საუკუნის 90-იან წლების შუაში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გრამფირფიტების ჩამწერ ფირმა "მელოდიაში" გოგი დოლიძე წერდა სიმღერებს მისი ახალი ალბომისთვის.
"ბრავო რექორდსმა" გოგის ვაჟის, ლევან დოლიძისა და ამ პროექტის ავტორის - ქეთი ლოლაძის თანადგომით შეძლო მოეპოვებინა ეს უნიკალური ცალკე ტრეკზე ჩაწერილი სიმღერები - გოგი დოლიძის ვოკალი მუსიკის გარეშე.
პროექტის ხელმძღვანელია მუსიკოსი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე, რომელმაც დოლიძის სიმღერების არანჟირების სრულიად ახალი, თანამედროვე ვერსიები მრავალფეროვანი ინსტრუმენტალური აკომპანიმენტით წარმოადგინა.
ალბომში შესულია 11 ჰიტის სრულიად ახალი ვერსია: "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო", "იყო არა იყო რა", "ხმალი ავლესოთ", "ძველებური თბილისური", "გავა დრო და მოვუყვებით შვილებს", "თბილისი", "გულო", "ქართველების ერთად ყოფნ"ა, "აყვავილდა ნუში", "ომში წასულო ვაჟკაცო" და "ალგეთს ლეკვები მგლისანი".
მომღერალი გოგი დოლიძე 1954-1996 წლებში მოღვაწეობდა. 1978-85 წლებში იყო ანსამბლ "ფაზისის", 1986 წლიდან კი "ქართული ხმების" წამყვანი მომღერალი. სიკვდილის შემდეგ 1999 წელს გოგი დოლიძე მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერლ მამაკაცად დაასახელეს. ხოლო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი 1998 წელს გადხა.
პროექტის პარტნიორია თბილისის მერია, გენერალური სპონსორი კი ღვინო "ძველი თბილისი". |
|