მინისტრმა დამსახურებულ პედაგოგს ახალი წელი მიულოცა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მინისტრმა დამსახურებულ პედაგოგს ახალი წელი მიულოცა ---
3-01-2011, 19:46
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №10 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს, ქეთევან დოლიძეს ეწვია, ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად პერსინალური კომპიუტერი გადასცა.

ქეთევან დოლიძე თითქმის 50 წელია სკოლაში მოღვაწეობს, იგი სწავლების ნოვატორული მეთოდების დანერგვისათვის ორჯერ ქალაქის წლის საუკეთესო პედაგოგად იყო დასახელებული, იყო ჩართული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები გამოცდების კომისიებში, 2001 წელს აირჩიეს საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ასოცირებულ წევრად, 2004 წელს ფონდმა "ღია საზოგადოება საქართველომ" გრანტი გამოუყო. ქეთევან დოლიძის შესახებ არაერთგზის იბეჭდებოდა გაზეთებში, 2010 წელს მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მერიამ "ბავშვთა აღზრდისა და განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილისათვის" მედლითა და სიგელით დააჯილდოვა.

ქეთევან დოლიძე დღესაც აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, სისტემატიურად ადევნებს თვალყურს პროცესებს და განსაკუთრებით ახარებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა. სიახლეების მიმდევარი პედაგოგი თავადაც მუდმივ ძიებაშია, მინისტრის საჩუქარმა იგი გაახარა. როგორც ქეთევან დოლიძემ აღნიშნა, პერსონალური კომპიუტერი განათლების სფეროში მსოფლიო გამოცდილების გაზიარებასა და სიახლეების გაცნობაში დაეხმარება.

დიმიტრი შაშკინმა მადლობა გადაუხადა დამსახურებულ მასწავლებელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, დიდხანს სიცოცხლე უსურვა და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, მუდამ გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ ღირსეულ პედაგოგებს.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • წარმატებულ პედაგოგებს სერთიფიკატები და კომპიუტერები გადასცეს
  • დიმიტრი შაშკინმა წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა
  • სტუ-ში ქეთევან ჟუჟუნაშვილის 90 წლის იუბილე აღნიშნეს
  • სკოლის საუკეთესო ვებგვერდის ავტორი დაჯილდოვდა
  • განათლების მინისტრი უცხოელ პედაგოგებს შეხვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge