საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნა სტუ
16-10-2012, 17:04
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნა. სტუ-ის ადმინისტრაციული შენობის ნ. ნიკოლაძის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართა ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება. შეხვედრა საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნა.

გახსნას ესწრებოდნენ საქართველოში ლიტვის საელჩოს კანცელარიის უფროსი რასა ინდრიუნაიტე-ბარკალაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში ზურაბ გასიტაშვილი, რექტორის მოადგილე სწავლების დარგში ლევან კლიმიაშვილი, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნასიტყვით გამოვიდნენ ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი, სტუ-ის სტუდენტები. გამომსვლელებმა საქართველოში ლიტუანისტიკის ცენტრის გახსნისა და ზოგადად, ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

იონას პასლაუსკასის განცხადებით, ნებისმიერ სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე ყველა მსურველს, რომელსაც უნდა, შეისწავლოს ლიტვური ენა, ექნება საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს. სალექციო კურსს წაიკითხავს ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი.

აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დაფინანსება კი განახორციელა ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნა
 
 

ასევე:

  • ვილნიუსში ქართული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა
  • ვილნიუსში ქართული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნება
  • ლიტვის მთავრობის ინიციატივით, ქართველი სტუდენტები სტიპენდიებს მიიღებენ
  • ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლები ეწვევიან
  • ქართველი სტუდენტები ლიტვის მთავრობისგან გრანტებს მიიღებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge