|
29-11-2012, 14:07
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი არჩილ ფრანგიშვილი საინჟინრო საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენელს, სამშენებლო კონსტრუქციებისა და სამშენებლო მექანიკის ღვაწლმოსილ მკვლევარს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, ტექნიკური უნივერსიტეტის “სენატის” წევრს, სრულ პროფესორს, აგული სოხაძეს დაბადებიდან 80 და პედაგოგიურ, სამეცნიერო და საინჟინრო მოღვაწეობის 58 წლისთავს ულოცავს.
რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილი აღნიშნავს, რომ აგული სოხაძე ჯერ კიდევ 1967 წლიდან იყო “გეპეის” ყველაზე ახალგაზრდა პრორექტორი პერსპექტიული განვითარებისა და მშენებლობის დარგში. ნიჭიერებითა და ინჟინრული აზროვნებით გამორჩეული პიროვნება ინსტიტუტის აღმშენებლობითი საქმიანობის თავკაცი და სულისჩამდგმელი იყო.
მაღალი პროფესიონალიზმისთვის აგული სოხაძეს მიენიჭა “საქართველოს დამსახურებული ინჟინრის” საპატიო წოდება, დაჯილდოებულია “ღირსების ორდენით” და უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი - “გიორგი ნიკოლაძის” მედლით. 2001 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია. იგი არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და მშენებლობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.
აგული სოხაძე დღესაც გამოირჩევა აქტიური შემოქმედებითი მეცნიერული და ინჟინრული მიღწევებით. |
|