კონკრეტული კვლევების კონკურსი » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

კონკრეტული კვლევების კონკურსი მეცნიერება
18-03-2013, 18:38
Integrity Action-ის ინტეგრირების საგანმანათლებლო ქსელი აცხადებს ნაშრომების მიღებას კონკრეტული კვლევების კონკურსის ფარგლებში თემაზე - ინტეგრითი ბიზნესის სფეროში საქართველოში. კონკურსის მიზანია:
•ინტეგრითის პრინციპების ბიზნესის სფეროში არსებულ საგანმანათლებლო რესურსებში პრაქტიკული გამოყენება;
•ბიზნესის სწავლების სფეროში სასწავლო და მეთოდური მასალების ხელმისაწვდომობის ამაღლება, განსაკუთრებით ინტეგრითის და ანტიკორუფციის საკითხებზე;
•ისეთი კვლევების წახალისება, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო სისტემაში ინტერაქტიული სასწავლო მეთოდების გამოყენებას, კონკრეტული კვლევების შემუშავების კუთხით;
•ისეთი კონკრეტული კვლევების ხელმისაწვდომობის განმტკიცება, რომლებიც საქართველოში კორუფციის და ინტეგრითის ნაკლებობის რეალურ პრობლემებზეა კონცენტრირებული;

გამარჯვებული 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორებს გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი პრიზები 500, 300 და 200 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ნაშრომები გამოქვეყნდება ინტერნეტში მსოფლიოს მასშტაბით სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით. საპატიო პრიზები გადაეცემათ დამატებით კიდევ რამდენიმე ღირებული ნაშრომის ავტორებს. ეს შეიძლება იყოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ეთიკის პრინციპების მიხედვით საქმიანობა, და ა.შ. გამარჯვებულები მიწვეულნი იქნებიან მათი ნაშრომების პრეზენტაციის და დისკუსიის ფორუმზე, რომელიც გაიმართება Integrity Action-ის ბიზნესის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, 2013 წლის მაისის ბოლოს, ბაკურიანში.
განრიგი:

•15 მარტი 2013: რეგიონული კონკურსის გამოცხადება;
•15 აპრილი 2013: ნაშრომების წარდგენის ვადაა 2013 წლის 15 აპრილი;
•15 მაისი 2013: ექსპერტთა საბჭო ღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებას;
•20 მაისი 2013: გამარჯვებულებსის შეტყობინება იმეილით ან ტელეფონით;
•24 მაისი, 2013: გამარჯვებულთა გაცნობა Integrity Action-ის გლობალური საზოგადოებისთვის.

გადაწყვეტილებას მიიღებს მეცნიერ-მკვლევრებისგან & რეგიონის ბიზნესლიდერებისგან დაკომპლექტებული ბიზნესის მრჩეველთა საბჭო.

კონკურსი კონკრეტული კვლევების (Case Study) შექმნაზე ბიზნესში ინტეგრითის (Integrity) პრობლემებზე პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის კავკასიის რეგიონში

მონაწილეობის პირობები

1. ზოგადი დებულებები
1.1. მოცემული დოკუმენტი განსაზღვრავს და არეგულირებს კონკურსის პირობებს, რომელიც ცხადდება Integrity Action-ის პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის კავკასიაში. კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო კონკრეტული კვლევის (case study) ხასიათის მქონე ნაშრომი ბიზნეს ინტეგრითის სფეროში
(შემდგომში მოხსენიებული როგორც “კონკურსი“);
1.2. კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის მიზანი იქნება საქართველოში ბიზნესის მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება;
1.3. კონკურსის მიზანია ბიზნეს ინთეგრითის სწავლების აქტიური მეთოდების და პრაქტიკული ხერხების პოპულარიზაცია და მათი უმაღლესი განათლების სისტემაში ინიცირება, რაც კონკრეტული კვლევების მეშვეობით ბიზნესორგანიზაციებში ინტეგრითის პრინციპების გადაცემით შეიძლება იქნეს მიღწეული;
1.4. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს და პრაქტიკოს მკვლევრებს, რომლებიც ჩართულნი არიან ბიზნესმენეჯმენტის, ეკონომიკის და მომიჯნავე სფეროების სწავლებისა და კვლევის პროცესში;
1.5. საკონკურსო კომისია დაკომპლექტდება მეცნიერებისა და პრაქტიკოსი ბიზნესმენებისგან, რომლებიც შეაფასებენ წარდგენილ კონკრეტულ კვლევებს და დაასახელებენ კონკურსის გამარჯვებულებს;
1.6. კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ ერთჯერადი პრემია 500 აშშდოლარის ოდენობით I ადგილისთვის, 300 აშშ დოლარის ოდენობით მე-2 ადგილისთვის და 200 აშშ დოლარის ოდენობით მე-3 ადგილისთვის; საპატიო პრიზები გადაეცემათ დამატებით რამდენიმე ღირებული ნაშრომის
ავტორს.

2. ზოგადი დებულებები
2.1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ დანართი #1.
2.2. მონაწილეობის სავალდებულო წინაპირობები:
•წარდგენილი კონკრეტული კვლევა არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არსებული ან მსგავსი ფორმით, ან განიხილებოდეს პუბლიკაციისთვის რომელმე ჟურნალში;
•ნაშრომს უნდა ახლდეს მისი ყველა ავტორის ავტორიზებული ხელმოწერა; კონკურსში ნაშრომის წარდგენით ავტორი თანახმაა Integrity Action-ს გადასცეს მისი გამოქვეყნების უფლება ორგანიზაციის ონლაინბიბლიოთეკაში, ავტორის და Integrity Action-ის მიერ ნაშრომის საავტორო უფლების ერთობლივი ფლობის საფუძველზე, რაც გულისხმობს Integrity Action-ის და ინტეგრირების საგანმანათლებლო ქსელის (Integrity Education Network) ფარგლებში არსებული პარტნიორების მიერ ნაშრომის მხოლოდ საგანმანათლებლო, არაკომერციული მიზნებით გამოყენებას, ავტორ(ებ)ის სათანადო მითითების საფუძელზე; დამატებითი დეტალებისთვის იხ.
პუნქტი 5.1;
•ყველა ნაშრომი შეფასდება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც გაწერილია მოცემული დოკუმენტის მე-4 პარაგრაფში;

საკონკურსო პერიოდი და გამარჯვებულების შერჩევა
3.1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომები უნდა წარადგინონ საორგანიზაციო კომიტეტში 2013 წლის 15 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით. ყველა ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ან MSWORD ფორმატში შემდეგ იმეილზე: Mr. David Matsaberidze: david.matsaberidze@integrityaction.org თუ პრობლემატურია ნაშრომის ელექტრონული ფორმატის ონლაინწარდგენა, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბ-ნ. დავით მაცაბერიძეს ტელეფონზე 555 22 00 50. ნაშრომების ალტერნატიული ფორმით წარდგენის შესათანხმებლად.
3.2. ნაშრომები, რომლებიც წარდგენილი იქნება 2013 წლის 15 აპრილამდე, განხილული და შეფასებული იქნება ექსპერტთა კომიტეტის მიერ. საუკეთესო 3 ნაშრომი გამოცხადდება 2013 წლის 15 მაისამდე;
3.3. ნაშრომების შეფასება განხორციელდება ფარული რევიუირების საფუძველზე;
4. ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები
4.1. ნაშრომების შეფასებისას მხედველოვაში იქნება მიღებული შემდეგი ასპექტები:
ნაშრომის გამოყენება სწავლების პროცესში სტუდენტების ანალიტიკური უნარ-ჩვევების განსავითარებლად, რაც აამაღლებს ინტეგრითის საკითხებთან დაკავშირებით მათ ცოდნას; ნაშრომის რელევანტურობა ინტეგრითის პრინციპებისადმი; ნაშრომის სიღრმისეულობა, კრეატიულობა, ლოგიკურობა და პრობლემის შემოთავაზებული გადაწყვეტის გზების განხორციელებადობა;
4.2. კონკრეტული კვლევის ელემენტები:
•თითოეული ნაშრომი უნდა გადმოსცემდეს “პრობლემის არსს“, რომელიც იქნება ინტეგრითის საკითხებთან დაკავშირებული რეალური სიტუაცია, რომლის პირისპირ აღმოჩნდა პიროვნება/ორგანიზაცია; ნაშრომი უნდა ასახავდეს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც კონკრეტულ
პროცესში მონაწილე მხარეებისათვის არის ცნობილი;
•იმისთვის, რომ ნაშრომი იყოს რეალისტური და წაკითხვადი, გირჩევთ გამოიყენოთ წერის ისეთი ტექნიკა, როგორიცაა პრობლემის კონკრეტული მხარის პერსპექტივით წარმოჩენა, ინდივიდების განცხადებების და შეხვედრების სტენოგრამების პირდაპირი ციტირება, ინდივიდების პიროვნული თვისებების აღწერა ან მათი გადმოცემა ქცევის აღწერის გზით; ორგანიზაციის კონტექსტის წარმოჩენა; ნაშრომში მოყვანილი უნდა იყოს გასაანალიზებული მონაცემები, რათა დავინახოთ, თუ რატომ იქნა
მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება;
•ინდივიდთა ერთი ნაწილი იდენტიფიცირებულ უნდა იქნეს როგორც “გადაწყვეტილების მიმღები“ თუ ეს კონკრეტული შემთხვევის აუცილებელი ელემენტია;
•კონკრეტული კვლევა მასში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ანალიზის და სწავლების საშუალებას უნდა იძლეოდეს, რაც თავის მხრივ წამოჭრილი პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების შემუშავების წინაპირობად უნდა იქცეს; პრობლემის გადაწყვეტა მოწოდებული უნდა იყოს ან თავად ნაშრომში, ან თუ ის რეალური შემთხვევაა და უკვე სახეზეა პრობლემის გადაჭრა, შემოთავაზებული უნდა იყოს როგორც „ეპილოგი,“ რომელიც მას შემდეგ იქნება განხილული, რაც სტუდენტები პრობლემის მათი საკუთარი მოგვარების გზებს შეიმუშავებენ; გახსოვდეთ, რომ ერთი შემოთავაზებული გადაწყვეტილება პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო გზაა. თქვენ მიერ შემოთავაზებული გზა შეიძლება იყოს ყველაზე ლოგიკური ან არალოგიკური, თუნდაც კარგად გააზრებული, მაგრამ ის სათანადოდ უნდა ასახავდეს გადაწყვეტილების მიმღების პოზიციას და ხასიათს;
4.3. ფორმატი:
•ნაშრომები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე;
•ტექსტი უნდა იყოს მინიმუმ 3 გვერდი და მაქსიმუმ 10 გვერდი, single დაშორება, PDF ან MSWORD ფორმატში, ყველა დამხმარე მონაცემებით;
•თუ პრობლემატურია ნაშრომის ელექტრონული ფორმატის ონლაინწარდგენა, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბ-ნ. დავით მაცაბერიძეს ტელეფონზე 555 22 00 50 ან იმეილზე david.matsaberidze@integrityaction.org ნაშრომების ალტერნატიული ფორმით წარდგენის შესათანხმებლად;
•ნაშრომს, შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება თან ახლდეს ფერადი ილუსტრაციები, აუდიო-ვიდეო მასალები, იქნება ეს CD თუ DVD ფორმატში;
•ზოგიერთი ინტერაქტიული კონკრეტული კვლევა შეიძლება ფორმატირდეს ელექტრონულად; კონკრეტულ კვლევას შეიძლება თან ახლდეს მეთოდოლოგიური ჩანართი ლექტორისთვის/ტრენერისთვის, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 5 გვერდს;
•თითოეულმა ავტორმა შეიძლება წარმოადგინოს 2 დამოუკიდებელი კონკრეტული კვლევა;
4.4. კონკრეტული კვლევა უნდა წარმოაჩენდეს ინტეგრითის საკითხებთან დაკავშირებულ რომელიმე კრიტიკულ პრობლემას ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ბიზნესსტრუქტურის საქმიანობის პროცესში;
4.5. კონკრეტული კვლევის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება:
•კონკრეტული კვლევის ძირითადი ასპექტები: სათაური, კონტექსტი, მახასიათებლები, მოვლენები, კითხვები;
•სიღრმისეული დამუშავება (მაგ:. საკმარისი ინფორმაცია და ლოგიკური მსჯელობა, სასწავლო შენიშვნების ჩართულობა, და ა.შ.);
•პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ვალიდურობა;
•რეალურობა (სიტუაციის სარწმუნოობა);
•მნიშვნელობა (პრობლემის აქტუალობა);
•კომპლექსურობა (პრობლემის სხვადასხვა ასპექტის წარმოჩენა);
•პრობლემა საინტერესო უნდა იყოს სტუდენტებისთვის;
•კონკრეტული შემთხვევის წარმოდგენის სტილი და ტექნიკა; მთავარ აქტორთა პიროვნებების შესახებ საკმარისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა გადაწყვეტილების მიმღებს გაუადვილდეს პრობლემის გადაჭრის გზის მოძებნა;
•გადაჭრის გზა მოწოდებულ უნდა იქნეს ან თვითონ „ქეისში“ ან ეპილოგში. გადაწყვეტის გზები შემოთავაზებული უნდა იყოს სასწავლო დანართში, მართებულობის დადასტურების, ან მის გარეშე.

5. საავტორო უფლებები კონკრეტულ კვლევაზე
5.1. საორგანიზაციო კომიტეტისადმი ნაშრომის წარდგენა წარმოადგენს შეთანხმებას კონკრეტული კვლევის ავტორთან/ავტორებთან საორგანიზაციო კომიტეტისადმი შემდეგი უფლებების გადაცემის თაობაზე:
•Integrity Action-ის საგანმანათლებლო მასალების მონაცემთა ბაზაში კონკრეტული კვლევის ელექტრონული ვერსიის შენახვის თაობაზე;
•ინტერნეტში კონკრეტული კვლევის ელექტრონული ვერსიის განთავსების თაობაზე, რომელიც Integrity Action-ის და მისი პარტნიორი ინსტიტუტების მიერ გამოყენებული იქნება მხოლოდ საგანმანათლებლო, და არა კომერციული, მიზნებისთვის; ტექსტი ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ბიბლიოთეკის
მომხმარებლებისთვის, ოღონდ ის დაცული იქნება ნებისმიერი ცვლილებისგან და მასზე განთავსდება საავტორო უფლებების დამცველი ჩანაწერი;
•ნაშრომი საგანმანათლებლო, და არაკომერციული მიზნებით, გამოყენებული იქნება მხოლოდ Integrity Action-ის და მისი პარტნიორი ინსტიტუტების მიერ, ავტორთა სათანადო მითითების საფუძველზე;
•ნაშრომი გამოქვეყნებდა ავტორთა სრული დამოწმების პრინციპის დაცვით;
5.2. ავტორი ინარჩუნებს კონკრეტული კვლევის ალტერნატიული გამოქვეყნების და გავრცელების ყველა უფლებას, იქნება ეს პერიოდული გამოცემა, რეზიუმირება ან სხვა მონაცემთა ბაზაში განთავსება.
 
 

ასევე:

  • საზაფხულო სკოლა Global Integrity Action School
  • ინდუსტრიული პოლიტიკის შესახებ შექმნილი ესეების კონკურსი
  • სტუდენტური კონკურსი
  • მოსწავლეებმა შესაძლოა სემესტრული ქულა ვერ მიიღონ
  • ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე ნაშრომების კონკურსი ცხადდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge