ინდუსტრიული პოლიტიკის შესახებ შექმნილი ესეების კონკურსი » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ინდუსტრიული პოლიტიკის შესახებ შექმნილი ესეების კონკურსი სიახლე
4-06-2015, 17:00
„საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი", ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - ''ინდუსტრიალიზაცია საქართველოს განვითარებისთვის", რომლის ფარგლებშიც აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე - "ინდუსტრიალიზაციისა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში".

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საქართველოში ინდუსტრიალიზაციის საკითხით დაინტერესებული პირები და შეარჩიოს საუკეთესო ესე/პროექტი. კონკურსის დროს მიიღება ნაშრომები როგორც ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობის პოლიტიკური ანალიზის შესახებ, ასევე, კონკრეტული ინდუსტრიული პროექტების აღწერილობა.

შეირჩევა 3 გამარჯვებული. გამარჯვებულ ნაშრომებს გამოავლენს დარგის ექსპერტთაგან დაკომპლექტებული ჯგუფი. კონკურსის შემდგომ მოხდება გამარჯვებულ პროექტთა პრეზენტაცია თბილისის ორ უნივერსიტეტში. კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ სიმბოლურ ანაზღაურებას (460 ლარი, დასაბეგრი) ნაშრომების პრეზენტაციისთვის.

ესეების/პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 25 ივნისი.

კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: cssgprojects@gmail.com. საკონტაქტო პირი: ბათუ კოპალიანი, ტელ.: 579 20 88 29, ფოსტა: cssgprojects@gmail.com.
 
 

ასევე:

  • ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე ნაშრომების კონკურსი ცხადდება
  • "არქიტექტურული პრემია 2010"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
  • სტუდენტური კონკურსი
  • ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
  • ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გრანტების კონკურსი გამოცხადდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge