სტუ-სა და სატყეო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-სა და სატყეო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა სტუ
30-10-2013, 17:34
სტუ-სა და სატყეო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სტუ-სა და საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.

შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. მან დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ საფუძველი ეყრება მნიშვნელოვან საქმეს – სტუ-სა და სატყეო სააგენტოს შორის თანამშრომლობას.

სტუ-სა და სატყეო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა ტექნიკური უნივერსიტეტის სატყეო ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ზაურ ჩიტიძის განცხადებით, სატყეო სფეროს აღორძინება, მასში ახალგაზრდობის მოზიდვა და ჩართვა ეროვნული მნიშვნელობის საქმეა. ამიტომ სტუ-სა და სააგენტოს თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა აღნიშნა, რომ მისი უწყება მზადაა, ითანამშრომლოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აუცილებელია, ახალგაზრდები სწრაფად და ეფექტურად დაეუფლონ სპეციალობას. მისი განცხადებით, არსებობს ბაზა, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეეძლებათ პრაქტიკის გავლა, რის შემდეგაც ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმდებიან. ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, აუცილებელია სატყეო საქმის აღორძინება, რადგან ამ მხრივ დიდი ხნის განმავლობაში სერიოზული წყვეტა იყო. ამჟამად შემუშავებულია ეროვნული სატყეო პოლიტიკის პროგრამა, რომელიც საქართველოს პარლამენტში აქტიურად განიხილება.

მემორანდუმი სტუ-ს სტუდენტებისთვის ითვალისწინებს სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. მემორანდუმის მიზანია, უმაღლესი განათლების სტანდარტით გათვალისწინებიული პროგრამების განხორციელება და პრაქტიკანტის მიერ შერჩეული სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ღრმად და საფუძვლიანად დაუფლება.
სტუ-სა და სატყეო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
 
 

ასევე:

  • სტუ-სა და სატყეო სააგენტოს შორის მემორანდუმი ფორმდება
  • პოზნანის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის დეკანმა სტუ-ში შეხვედრა გამართა
  • რელიგიის საკითხთა სააგენტოსა და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • სტუ-სა და სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge