“უნივერსში“ იან ბოჩანის გამოფენა გაიხსნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

“უნივერსში“ იან ბოჩანის გამოფენა გაიხსნება სტუ
18-11-2013, 18:33
ხვალ, 19 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზ “უნივერსში“ (კოსტავს ქ.N72, სტუ-ს პირველი კორპუსის I სართული) ცნობილი ჩეხი არქიტექტორის, თბილისში ჩეხეთის საელჩოს შენობის ავტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის საპატიო პროფესორის, იან ბოჩანის ნამუშევრების პერსონალური ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან ჩეხეთისა და საქარველოს არქიტექტორთა კავშირების, პრაღისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები.

გამოფენა გასტანს 30 ნოემბრამდე.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი.

იან ბოჩანი არის ჩეხეთის არქიტექტორთა კავშირის წევრი მისი დაარსების დღიდან. მას არასდროს მიუღია მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში. როგორც თავად აცხდებს, მისი პოლიტიკა არქიტექტურაა. იან ბოჩანი დარწმუნებულია, რომ ამას შეუძლია ხელი შეუწყოს ადამიანთა ვიწრო პროფესიული აზროვნების დაძლევას.

იან ბოჩანის სტუდია ყოველთვის აღიქმებოდა და ფასდებოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტურ კონკურსებში. ამის დასტურია მრავალი ნომინაცია და ჯილდო საუკეთესო პროექტებისთვის და საუკეთესო სტუდიისთვის. ჩეხეთის ნაციონალურ არქიტექტურულ კონკურსებში მისი სტუდენტები ხშირად იმსახურებენ უმაღლეს შეფასებას. იან ბოჩანის სტუდენტები მისი პარტნიორები და თანამშრომლები არიან საპროექტო სტუდიაში და აგრძელებენ მის შემოქმედებით აქტიურობას და პროდუქტიულობას.

პროფესორი, ინჟინერ-არქიტექტორი იან ბოჩანი 1937 წლის ოქტომბერში ჩეხეთის ქალაქ ჩესკი ბროდში დაიბადა. მშობლები ცხოვრობდნენ პატარა დასახლება მოლიტოვში, კოურიმის მახლობლად. მამა მნიშვნელოვანი ავტორიტეტი იყო სამშენებლო კერამიკის სფეროში და ამიტომ მისი ოჯახი ხშირად იცვლიდა სახცოვრებელ ადგილს სამუშაო ადგილის ცვლასთან ერთად. ბოჩანმა დაამთავრა საინჟინრო კოლეჯი ჩესკე ბუდიოვიცეში. პირველი ხარისხი მიიღო 1962 წელს ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ. სწავლის დამთავრების შემდგომ მუშაობდა საპროექტო საკონსტრუქტორო ბიუროში, მოგვიანებით სტუდია “ BETA” -ში, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქიტექტორი იან სტამეკი. ამ სტუდიაში დროის ძალზე მცირე პერიოდში შეიქმნა მეტად ნაყოფიერი გუნდი. არქიტექტურულ კონკურსებში მიღწეულმა შედეგებმა მათ შორს გაუთქვეს სახელი საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ პერიოდის განმავლობაში იან ბოჩანის მთავარი პარტნიორი პროექტების შექმნაში ინჟინერი ზდენეკ როტბაუერი იყო. 1990 წლის პირველი სემესტრიდან იან ბოჩანი საპროექტო შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელობდა ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. იმავე პერიოდში ჩამოაყალიბა საკუთარი საპროექტო სტუდია. ბოჩანი დაუბრუნდა არქიტექტურის ფაკულტეტს 1997 წელს საპროექტო სტუდიის ხელმძღვანელად, 1999 წლიდან იგი არქიტექტურული პროექტირების #1 კათედრას ხელმძღვანელობდა. 2004 წელს იან ბოჩანი აირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის საპატიო პროფესორად.

იან ბოჩანის ძირითადი ნამუშევრები:

2007- ჩეხეთის საელჩო ლონდონში, რეკონსტრუქცია, რეალიზებული;
2006 - ჩეხეთის საელჩო თბილისში, რეალიზებული;
საცხოვრებელი დასახლება ერევანში, სომხეთი;
მთავარი რკინიგზის სადგური პრაღაში, რეკონსტრუქცია, რეალიზებული;
ჩეხეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის ახალი შენიბა პრაღაში;
საერთაშორისო კონკურსი;
ცათამბჯენი “პრიმავერა” თბილისში, პროექტი;
საცხოვრებელი დასახლება სტრესოვიცეში, პრაღა;
2002 - ეგვიპტის დიდი მუზეუმი კაიროში, საერთაშორისო კონკურსი;
მულტიფუნქციონალური შენობა პრაღაში;
2001 - ოსტრავის საერთაშორისო კონკურსი;
მულტიფუნქციონალური შენობა პრაღაში;
1998 - ვილა, შუასაუკუნეების ქალაქ კოურიმში, რეალიზაცებული;
1996 - ვილა, რიჩანში, ჩეხეთი;
1990 - ტროიას საცხოვრებელი დასახლება პრაღაში, რეალიზებული;
საგარეუბნო ცენტრი პრაღაში;
ვილა პრაღაში;
კონგრესების სასახლე პრაღაში;
1972 - ჩეხოსლოვაკიის საელჩო სტოკჰოლმში, შვედეთი, რეალიზებული;
ჩეხოსლოვაკიის საელჩო ლონდონში, დიდი ბრიტანეთი, რეალიზებული.
 
 

ასევე:

  • “უნივერსში“ ჩეხი და ქართველი სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
  • 17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
  • სტუ მასპინძლობს პროექტს “ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები”
  • “უნივერსში” ნინო ახობაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
  • სტუდენტურ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge