საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზი) გაიმართა შეხვედრა, რომელიც ეხებოდა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს.
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (დიუმას ცენტრი) საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ასისტენტმა, ანა ლოლუამ, საფრანგეთში სწავლით დაინტერესებულ პუბლიკას მიაწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიებისა და საფრანგეთში ენის კურსების შესახებ და უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი სტუდენტთა მობილობის ორგანიზაციის კამპუს ფრანსის ოფიციალური წამომადგენელია საქართველოში.
როგორც პროექტის კოორდინატორები აცხადებენ, საფრანგეთი ცნობილია თავისი უმაღლესი განათლების სისტემით, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამებით. დღეისთვის საფრანგეთი 278-ზე მეტ უცხოელ სტუდენტს იღებს და ამ მაჩვენელით მოფლიოში მესამე ადგილზეა. სწავლის ღირებულბა სფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. გადასახადი თანაბარია ფრანგი და უცხოელი სტუდენტებისთვის. სტუდენტები ბევრი უპირატესობით სარგებლობენ: სოციალური დაზღვევა, დახმარება დაბინავებაში, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე შეღავათიანი დასწრება, ფასდაკლება ყველა ყოფით სფეროში.
“ფრანგული აკადემიური სისტემა მე-7 ადგილზეა მსოფლიოში. Times Higher Education-ის კლასიფიკაციის მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესო მასტერი მენეჯმენტში ფრანგულია. 5 ფრანგული ბიზნენსსკოლა Financial Times-ის კლასიფიკაციის საუკეთესო ათეულშია. ფილდსის მედლის 11 ლაურეატი ფრანგია. მათემატიკურ კვლევებში საფრანგეთი მე-2 ადგილზეა მსოფლიოში. საფრანგეთი ნობელის პრემიის ლაურეატთა 45 ქვეყანას შორისაა და მსოფლიოში მე-5 ადგილზეა პუბლიკაციებისა და საავტორო უფლებების რაოდენობით”, – აცხადებენ ისინი.