სტუ-ის პროფესორმა აზიის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის პროფესორმა აზიის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა სტუ
6-02-2014, 18:58
სტუ-ის პროფესორმა აზიის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი ვიქტორ ზვიადაური მიწვეული იყო ჩინეთში, ქ. უხანში, სადაც მონაწილეობა მიიღო აზიის საერთაშორისო კონფერენციის “მანქანათმშენებლობა და მასალები” მუშაობაში (ACMME 2013 – 2013 Asia Conference on Mechanical and Materials Engineering). ღონისძიება 2013 წლის 8-10 ოქტომბერს ჩატარდა.

კონფერენციაზე ზვიადაურმა გააკეთა ორი მოხსენება, მათ შორის, ერთი შესაბამისი თემატიკის სექციის სხდომაზე, სათაურით “ფხვიერი მასალის ვიბრაციული გადაადგილება მუშა ორგანოს კომბინაციური რხევის პირობებში”. მოხსენებაში განხილული იყო ვიბრაციულ სატრანსპორტო-ტექნოლოგიურ მანქანაში მუშა რხევასთან ერთად სივრცითი კომბინაციური რხევების აღმოცენების Pშესაძლებლობა და პირობები და მათი გავლენა მუშაობის პროცესზე. აღნიშნული სახის ვიბრაციული მანქანები ფართოდ გამოიყენება სამთო სამომპოვებლო და გამდიდრების ტექნოლოგიურ პროცესებში. წარმოდგენილი იქნა ამ სფეროში ავტორის მიერ გამოყენებული კვლევის ახალი, სისტემური მიდგომა, რომლის გამოყენებით დადგინდა, რომ მანქანის ზოგიერთი სივრცითი რხევის ძირითად მუშა რხევასთან კომბინაცია ზრდის ფხვიერი მასალის ვიბრაციული ტრანსპორტირების სიჩქარესა და ინტენსივობას, რაც გახდა აღნიშნული მანქანების კონსტრუქციული მოდერნიზაციის საფუძველი.

სტუ-ის პროფესორმა აზიის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა კონფერენციის ორგანიზატორთა წინასწარი თხოვნით მომზადდა და გაკეთდა მე-2 მოხსენება პლენარულ სხდომაზე კვლევის ახალი მიმართულების შესახებ. მოხსენების სათაური იყო „სისტემური მიდგომა რთული რხევითი სისტემების კვლევაში“. მოხსენებაში განხილული იქნა სისტემურ მიდგომაზე დაფუძნებული, ავტორის ხელმძღვანელობით შესრულებული ზოგიერთი რთული მექანიკური სისტემების კვლევის მეთოდიკები და შედეგები; კერძოდ, სარკინიგზო ეკიპაჟის და ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური მანქანების ზოგადი სივრცითი დინმიკური და მათემატიკური მოდელები; წარმოდგენილი იქნა ვიბრაციული მანქანების ახალი, მაღალმწარმოებლური კონსტრუქციები.

მოხსენებამ დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია ( http://www.acmme.org/news.html )

აღნიშნული მოხსენება – ფხვიერი მასალის ვიბრაციული გადაადგილება მუშა ორგანოს კომბინაციური რხევების პირობებში –გამოქვეყნდა პერიოდულ ჟურნალში: Applied Mechanics and Materials (გამოყენებითი მექანიკა და მასალები), რომელიც აქვეყნებს საერთაშორისო კონფერენციების შერჩეულ მასალებს. გამომცემელი: ტომას ვოლბერი, აშშ (Thomas Wohlbier, TTP USA, t.wohlbier@ttp.net). ჟურნალისა და მოხსენების ელექტრონული ვერსიის ნახვა შეიძლება ინტერნეტში: Applied Mechanics and Materials (Volumes 446 - 447) p.562-565

ორგკომიტეტის მიერ ვ. ზვიადაურს გადაეცა სპეციალური სერთიფიკატი. კონფერენციის ორგანიზატორებმა ვ. ზვიადაური მიიწვიეს შემდგომ კონფერენციაზედაც ტაივანში, როგორც კონფერენციის პროგრამული კომიტეტის ხელმძღვანელი.

კონფერენციის ორგანიზატორები იანვარში გამოგზავნილ წერილში გამოთქვამენ სურვილს და აპირებენ შემდეგი კონფერენციის ჩატარებას საქართველოში.
სტუ-ის პროფესორმა აზიის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

 
 

ასევე:

  • სამთო გეოლოგიის ფაკულტეტის პროექტმა რუსთაველის ფონდის გრანტი მოიპოვა
  • საქართველო-პოლონეთის სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია
  • კონფერენციის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების სექცია
  • დასრულდა კონფერენცია "ქიმია დღეს - 2013"
  • ხვალ იხსნება ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია "ქიმია დღეს - 2013"






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge