ამერიკელმა მეცნიერმა სუზან კლოსტერჰაუსმა (Cradle to Cradle Products Innovation Institute) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა იყო “ქალების ჩართულობა გარემოს დაცვის საკითხებში”.
სუზან კლოსტერჰაუსმა ისაუბრა თავისი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე, ქალთა როლზე სამეცნიერო მუშაობაში.
ლექცია გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. სიუზან კლოსტერჰაუსი საქართველოში აშშ საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა.
დოქტორი სუზენ კლოსტერჰაუზი 15 წელია, გარემოსდაცვის სფეროში მოღვაწეობს. როგორც ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი, კლოსტერჰაუზი სერტიფიცირებული რეგენერაციული პროდუქციის პროგრამის წამყვანი მენეჯერია და სერტიფიცირებული რეგენერაციული პროდუქციის სტანდარტების განვითარებას ხელმძღვანელობს. ამასთან, იგი ინსტიტუტის სერტიფიცირების სტანდარტების საბჭოს თავმჯდომარეა.
სუზენ კლოსტერჰაუზი იყო სან ფრანცისკოს ესტუარის ინსტიტუტის წამყვანი ქიმიკოსი, სადაც ახორციელებდა წყლის ხარისხის მონიტორინგის პროექტებს. ის იყო მერილენდისა და სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტების მკვლევარ-მეცნიერი, სადაც ატარებდა კვლევებს წყლის ეკოსისტემაში.
სუზენ კლოსტერჰაუზი არის გარემოს დაცვის ქიმიის დოქტორი (მერილენდის უმნივერსიტეტი) და ჯანდაცვის მაგისტრი და საზღვაო მეცნიერებების ბაკალავრი (სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტი).