27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერნეცია არასამთავრობო ორგანიზაცა “კავკასიის ახალგაზრდული გაერთიანების“ ხელმძღვანელობით. კონფერენციის თემა იყო “კავკასიის თავისებურებები და მომავლის პერიპეტიები“.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, ორგანიზაცია “კავკასიის ახალგაზრდული გაერთიანები“ მიზნად ისახავს, გაააქტიუროს კავკასიის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობები, კულტურულ, საგანმანათლებლო-შემეცნებით თუ სპორტულ დონეზე; ხელი შეუწყოს რეგიონში ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლების დაახლოებასა და ინტეგრირების პროცესს; უზრუნველყოს ახალგაზრდების გაცვლითი ტურები სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების მიზნით, იქნება ეს სპორტული შეჯიბრებები, ქვეყნების წეს-ჩვეულებების გაცნობის მიზნით მოწყობილი კულტურული ღონისძიებები თუ შემეცნებითი კონკურსები; ჩაატაროს კონფერენციები რეგიონის ქვეყნებს შორის ისტორიულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
კონფერენცია მიზანდ ისახავდა ახალი თაობის ჩართვას რეგიონის ისტორიული პოლიტიკური და კულტურული თავისებურებების პროცესში, სტუდენტების ცოდნის გაღმავებას კავკასიის საკითხებთან მიმართებით, მათ დაახლოებასა და ინტეგრაციას. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა და ეროვნების წარმომადგენლები.