|
2-04-2014, 14:16
ხვალ, 3 აპრილს, 10:00-იდან 16:00 საათამდე, სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური (სისხლის ბანკი) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უანგარო დონორის აქციას ატარებს. აქცია ჩატარდება სტუ-ის პოლიკლინიკაში.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, დონორების მიერ ჩაბარებული სისხლისგან “სისხლის ბანკში” მზადდება სისხლის კომპონენტები, რომლებითაც თბილისის კლინიკები მარაგდება. |
|