გორში ჩასახლებული დევნილი ბავშვები "ჩხიკვთა ქორწილს" დაესწრებიან » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გორში ჩასახლებული დევნილი ბავშვები "ჩხიკვთა ქორწილს" დაესწრებიან სიახლე
16-01-2010, 16:18
/GHN/ 16-17 იანვარს გორში ჩასახლებული დევნილი ბავშვები თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ანსამბლ "ივერიის" წარმოდგენას, "ჩხიკვთა ქორწილს" დაესწრებიან. დევნილი ბავშვები თბილისში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით მიემგზავრებიან.
მიუზიკლზე დასასწრებად შეარჩიეს 12-დან 15-წლამდე ასაკის 400 ბავშვი, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ბავშვებთან ერთად კონცერტს შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი ესწრება.
"ეს ის მოზარდები არიან, რომლებმაც ომის საშინელება საკუთარი თვალით ნახეს. მათ ჩვენი დახმარება ნამდვილად სჭირდებათ, ამიტომ საახალწლოდ ასეთი საჩუქარი მოვუმზადეთ", - აცხადებს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი გურამ პაპუაშვილი.
"ჩხიკვთა ქორწილზე" დასასწრებად დევნილი ბავშვების ტრანსპორტირებისა და ბილეთების შეძენის ხარჯებს მთლიანად გამგეობა უზრუნველყოფს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9600 ლარია გამოყოფილი.
 
 

ასევე:

  • 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
  • ბოდბის მონასტერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ეწვევიან
  • იტალიის საელჩო დევნილი ბავშვებისთვის ახალ პროექტს იწყებს
  • მზრუნველობამოკლებული ბავშვები საახალწლო ზეიმს დაესწრებიან
  • აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები აშშ-ში გაემგზავრნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge