|
18-07-2014, 13:12
ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი დაჯილდოვდა. როგორც "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" აცხადებენ, კონკურსი მათმა კომპანიამ გამოაცხადა. გამარჯვებულ სტუდენტს კი ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა.
გამარჯვებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილმა დააჯილდოვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" გენერალური დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებმა. |
|