პრემიერ-მინისტრმა სტუ-ის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

პრემიერ-მინისტრმა სტუ-ის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სტუ
16-09-2014, 01:19
პრემიერ-მინისტრმა სტუ-ის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა დღეს საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება პრემიერმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს მიულოცა. მანამდე პრემიერი 133-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ღარიბაშვილმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და იმ სიახლეებს გაეცნო, რომლითაც მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.

საქართველოს მთავრობა სტუდენტებისთვის მათ მიერ შექმნილი ინოვაციების და პროექტების დაპატენტებისთვის და წარმოებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოყოფს, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განაცხადა.

ღარიბაშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მეცნიერების ნამუშევრების გამოფენაც დაათვალიერა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარება მთავრობის პრიორიტეტია.

"მინდა მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები გისურვოთ. აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც დღეს ჩვენ ერთად ვნახეთ. ყველა დავრწმუნდით, რომ აქ არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და საჭიროა ამ პოტენციალის სწორად გამოყენება და გპირდებით, რომ მთავრობა და პირადად მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ეს პოტენციალი სწორად იქნეს გამოყენებული. მზად ვართ, სტუდენტებისთვის დამატებითი დაფინანსება გამოვყოთ, რომ მათ მიერ შექმნილი ახალი ინოვაციების და ახალი პროექტების დაპატენტება და წარმოების დაწყება მოხდეს. მინდა მოვიწვიო ამ სფეროში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლები, კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ახალი ტექნოლოგიების წარმოებით საქართველოში და ჩაერთონ აღნიშნული პროექტების წარმოებაში. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო და რა უნდა გააკეთოს პატარა სახელმწიფომ – ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება, ახალი პროექტების შექმნა, ინოვაციების შემოტანა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო ინოვაციების განვითარება, განსაკუთრებით კი გამოყენებით მეცნიერებებში, დიდი შესაძლებლობაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად.

"ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი რესურსი იმისათვის, რომ თავისი სიტყვა თქვას და წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ინსტიტუტია და სახელმწიფო მზად არის, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი აქ მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესს", - აღნიშნა პრემიერმა.

მან მადლიერება გამოხატა იმ დახმარების გამო, რომელსაც ამერიკის მთავრობა უწევს საქართველოს განათლების სფეროში.

"საქართველომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან მეორე კომპაქტის მეშვეობით 140 მილიონი ლარის ინვესტიცია მიიღო და ის ადამიანური რესურსის განვითარებაზე დაიხარჯება. ძალიან სასიხარულოა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთია საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელს შორის, რომელშიც მომავალი 20 წლის განმავლობაში განხორციელდება საერთაშორისო და ამერიკული საბაკალავრო პროგრამები და სტუდენტები ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში საერთაშორისო დიპლომების მიღებას შეძლებენ. ძვირფასო მეგობრებო, თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობამ ჩვენი სტუდენტებისათვის საუკეთესო საერთაშორისო განათლების მისაწოდებლად დააარსა განათლების საერთაშორისო ცენტრი. ცენტრი შერჩეულ სტუდენტებს სასწავლებლად აგზავნის მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. თქვენთვის ალბათ განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ ცენტრისთვის პრიორიტეტულია საინჟინრო-ტექნოლოგიური და ზუსტი მეცნიერებების სტუდენტების დაფინანსება. მე მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ პროექტში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, რომელიც საფუძვლიანი ცოდნით აღჭურვილი ჩამოვა უცხოეთიდან და ამ რესურსს მოახმარს სამშობლოს. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობა, რათა მათ მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და თავიანთი ცოდნა თავიანთ ქვეყანას მოახმარონ. სულ ახლახან ჩვენ შევქმენით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა გამოგონებისა და ინოვაციის კომერციალიზაციაზე, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების დამატებით რეალიზაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს ამოქმედდა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მაგისტრანტების განათლების ხარისხის ამაღლებასა და მათ სამეცნიერო კვლევებში ჩართულობას. წლევანდელი სასწავლო წლიდან დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ დაფინანსება მოიპოვონ 3 წლით, წელიწადში 21 000 ლარის ოდენობით. მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ დაფინანსდა ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშნველოვანი პროექტი, რომლის საშუალებითაც დაიწყება შენობის რეაბილიტაცია და ლაბორატორიის აღჭურვა. ძალიან სასიამოვნო სიახლეა აგრეთვე ის, რომ წელს აგრარული მიმართულება დაემატა უფასო სპეციალობების რიცხვს. სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს ამ ფაკულტეტზე სწავლას, რადგან აგროსექტორის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მჯერა, რომ ამ დარგშიც კვალიფიციური, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილ სპეციალისტებს მოგვცემს ტექნიკური უნივერსიტეტი", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია როგორც სოციალურად დაუცველი სტუდენტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების ხელშეწყობა. "მათთვის შემუშავებულია სპეციალური სოციალური პროგრამები, რომლებიც საშუალებას აძლევს როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებს მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მე მჯერა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის როლი ჩვენი ქვეყნის წინსვლის საქმეში სულ უფრო გაიზრდება და ჩვენ ყველანი ვიამაყებთ თქვენი წარმატებებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სტუ-ის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
 
 

ასევე:

  • „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუდენტებს სწავლის დაწყება რექტორმა, მინისტრმა და “მაგთიკომმა” მიულოცეს
  • სტუ მილენიუმის პროექტში მონაწილეობს
  • საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო
  • სტუ-ის სტუდენტებს პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივა გააცნეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge