|
1-12-2014, 20:10
3 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება პროექტის MATH-GEAR (TEMPUS IV-6) ქათველი და უცხოელი მონაწილეების შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.
პროექტის მიზანია თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის გზით მათემატიკის და სტატისტიკის კურიკულუმების მოდერნიზება საქართველოს და სომხეთის უნივერსიტეტების საინჟინრო ფაკულტეტებისთვის.
პროექტის სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება 4 და 5 დეკემბერს. |
|