3-6 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეხვედრების ოთახში (ე. წ. meeting room-ში), ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა გაიმართება. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ. ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით.
ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე; აგრეთვე, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კენტ ლოგსდონი; საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექორი გიორგი ხოხობაშვილი; კომერციალიზაციის სამართლის განვითარების პროგრამის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე მარკ ტეჯთელი.
შეხვედრის პირველ დღეს გაიმართა ინტერაქტიული დისკუსია ექსპერტებთან. სტივენ პრაისმა წარმოადგინა თემა “ტექნოლოგიის ლიცენზირება და მსოფლიო ბაზარი”. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნა საქართველოს საერთაშორისო ტექნოლოგიების (სსტ) I სასწავლო მაგალითი, ფაზა I - გადაწყვეტილებათა მიღების კრიტერიუმების სიის ჩამოყალიბება და ფაზა II - ორი ჯგუფის შერჩევა დაფინასების გადასაწყვეტად. დღის ბოლოს კომერციალიზაციის სამართლის განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ტექნოლოგიის შეფასების (Grid) პრეზენტაციას გამართავენ.
ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ტანამშრომლობით ხორციელდება. ამ შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტარციულ კორპუსში, შეხვედრების ოთახში გაიმართება. ახლად გარემონტებული ე. წ. “meeting room’’-ი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მსგავსი შეხვედრებისთვის მეტად მოსახერხებელია.
ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა 6 მაისს დასრულდება.