|
1-10-2015, 14:05
28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩინეთის ტიანცზინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლი ქსუიანი (Li Xuyan), უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარე. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა სტუ-სა და ტიანცზინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები და ასევე, ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებული პერსპექტივები. |
|