სტუ-ში გაიმართა სამხრეთ კავკასიის პირადი პირველობა პროგრამირებაში » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში გაიმართა სამხრეთ კავკასიის პირადი პირველობა პროგრამირებაში სტუ
9-12-2014, 05:01
8 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის პირადი პირველობა. ექვსმა მონაწილემ ამოხსნა 6-6 ამოცანა და დაასრულა ასპარეზობა სატურნირო ცხრილის თავში.

დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით მათ შორის ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

1. გიორგი საღინაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი
2. თორნიკე მანძულაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტი
3. ნიკოლოზ სვანიძე - თავისუფალი უნივერსიტეტი
4. გრიგორ გევორქიანი - ერევნის რუსულ-სომხური სახელმწიფო უნივერსიტეტი
5. გიორგი გულიაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტი
6. ელენე მაჩაიძე - კომაროვის სახელობის სკოლა, სასწავლო ცენტრი "მზიური"

სრული შედეგები: http://opentrain.snarknews.info/~ejudge/res/sc2014ind

„თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა (სვანიძე, გულიაშვილი, მანძულაშვილი, მაწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი), რომელმაც წინა დღეს მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის უფლება და გახდა სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი, საუკეთესოდ დაადასტურა ამ მიღწევის არაშემთხვევითობა. სამხრეთ კავკასიის პირად პირველობაში გამარჯვებული კი გახდა ამ გუნდის კიდევ ერთი ხელმძღვანელი - გიორგი საღინაძე“, _ განაცხადა ღონისძიების დირექტორმა თემურ ზარქუამ.

რაც შეეხება ელენე მაჩაიძეს, ის ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამისტია საქართველოში მოსწავლეთა შორის. მას მოპოვებული აქვს მოსწავლეთა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი. 1 კვირის წინ კი გიორგი სხირტლაძესა და ალექსანდრე ცხოვრებოვთან ერთად (მწვრთნელები: ზაზა გამეზარდაშვილი, გიორგი მანდარია, გურამ ქოთოლაშვილი) მოიპოვა ბრინჯაოს მედლები რუსეთის მოსწავლეთა ღია გუნდურ ოლიმპიადაზე, როემლიც ძალიან მაღალპრესტჟულ შეჯიბრებად ითვლება.

„სტუ-მ უმასპინძლა როგორც მოსწავლეთა გუნდურ ოლიმპიადას, ასევე უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავაკსიის ღია გუნდურ და პირად ჩემპიონატებს. და, უნდა ითქვას, უმასპინძლა საუკეთესოდ“, _ განაცხადა თემურ ზარქუამ.
 
 

ასევე:

  • დღეს ტარდება სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა პროგრამირებაში
  • სტუ-მ პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა
  • სტუ-ში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი პროგრამირებაში
  • პროგრამირების ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ბრიფინგი ტარდება
  • სტუ პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს მასპინძლობს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge