სტუ-ის სტუდენტები კონკურსში „არა ძალადობას!“ საპრიზო ადგილებზე გავიდნენ » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის სტუდენტები კონკურსში „არა ძალადობას!“ საპრიზო ადგილებზე გავიდნენ სტუ
16-04-2015, 14:13
სტუ-ის სტუდენტები კონკურსში „არა ძალადობას!“ საპრიზო ადგილებზე გავიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის პირველი კურსის სტუდენტები - ეთერ ბურდულმა, ანა პაპავა და მეორე კურსის სტუდენტი სალომე გვაზავა კონკურსში „არა ძალადობას!“ საპრიზო ადგილებზე გავიდნენ.

ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის სხდომათა დარბაზში ჩატარდა შეხვედრა-დიალოგი ”არა ძალადობას!“ შეხვედრა-დიალოგზე მოწვეული იყვნენ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის წევრები, ფსიქოლოგები,სოციოლოგები, იურისტები, პედაგოგები, ჟურნალისტები. შეხვედრის მონაწილენი იყვნენ აგრეთვე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომელთაც წარმოადგინეს ნაშრომები სტუდენტურ კონკურსში - ”არა ძალადობას!”

ძირითად აქცენტებად გამოიკვეთა ძალადობის გამომწვევი მიზეზების, ადამიანის შეუზღუდავი თავისუფლების, პიროვნების უფლებების დაცვის, ძალადობის აღმკვეთი სამართლებრივი ნორმების, საზოგადოებაში ზნეობრივი დეფიციტის, ახალგაზრდობის აღზრდაში ოჯახისა და სკოლის როლის, ოჯახური სიჯანსაღისა და სასკოლო-სასწავლო პროგრამების, საზოგადოებრივი ცნობიერებისა და მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებისადმი ჯანსაღი, ადეკვატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების საკითხები და სხვა.

ასოციაციის ხელმძღვანელებმა და სტუდენტური კონკურსის ჟიურის წევრებმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ცნობილი ჟურნალისტები ლუბა ელიაშვილი, არმაზ სანებლიძე და პოეტი მზია ხეთაგური, საპატიო დიპლომები და საჩუქრები გადასცეს კონკურსში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მოპოვებისათვის ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს (ერთი პირველი, ორი მეორე და ოთხი მესამე ადგილი), დანარჩენმა თოთხმეტმა სტუდენტმა მიიღო დიპლომი კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საპრიზო ადგილები დაიკავეს ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის პირველი კურსის სტუდენტებმა - ეთერ ბურდულმა, ანა პაპავამ და მეორე კურსის სტუდენტმა სალომე გვაზავამ.
სტუ-ის სტუდენტები კონკურსში „არა ძალადობას!“ საპრიზო ადგილებზე გავიდნენ
 
 

ასევე:

  • სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
  • „არა ძალადობას!“ სტუდენტები ქუჩის აქციებით შეუერთდნენ
  • სტუ-ის სტუდენტები ლიტერატურულ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას
  • ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ლიტერატურულ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას
  • "აქტიური ახალგაზრდების კლუბმა" ჩაატარა თამაში “რა? სად? როდის?“






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge