"აქტიური ახალგაზრდების კლუბმა" ჩაატარა თამაში “რა? სად? როდის?“ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"აქტიური ახალგაზრდების კლუბმა" ჩაატარა თამაში “რა? სად? როდის?“ სტუ
3-05-2014, 19:40
"აქტიური ახალგაზრდების კლუბმა" ჩაატარა თამაში “რა? სად? როდის?“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "აქტიური ახალგაზრდების კლუბმა" ჩაატარა ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?“ და “ბრეინ რინგი”. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტები – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და სამედიცინო ინსტიტუტიდან. სპეციალურად ინტელექტუალური თამაშში მონაწილეობისთვის სტუდენტებმა მოიწვიეს აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი “EIDON“-ი.

ღონისძიებაში “რა? სად? როდის?“ გაიმარჯვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა (“B.İ.Z.”). მეორე ადგილი დაიკავა “Aydınlıq”-მა, მესამე ადგილზე გავიდნენ თსუ-ის სტუდენტები (“ZİRVE”). რაც შეეხება ბრეინ რინგს, პირველი ადგილი აიღო თსუ-ის გუნდმა (“Liberal Bariş Qrupu”), მეორე ადგილი – “Zeka”-მ, მესამე ადგილი –“Zirve”-მ.

გამარჯვებულებს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გადასცა მედლები, დიპლომები და თასი.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო “აქტიური ახალგაზრდების კლუბის“ თავმჯდომარე ნურანა გაჯიევა. “რა? სად? როდის?“ და “ბრეინ რინგი” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანატისა და სტუ-ის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის მხარდჭერით ჩატარდა.

“მადლობას ვუხდით სტუდენტებს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობას გაწეული მხარდაჯერისთვის. ასევე, უღრმესი მადლობა სტუ-ის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბორის გითოლენდიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანს, რუსუდან ქუთეთელაძეს”, – განაცხადა ნურანა გაჯიევამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, ქართული ენის მოსამზადებელ ჯგუფებში 155 ახალგაზრდა სწავლობს. კურსის გავლის შემდეგ ისინი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები გახდებიან. აღნიშნული პროექტი საქართველოში რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამის მიზანია, მოამზადოს არაქართულენოვანი სტუდენტები ენობრივად საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს შესაბამისად, ისე, რომ მათ შეძლონ შესაძლო საბაკალავრო საფეხურის სასურველ პროგრამაზე სწავლის გაგრძელება, ლექცია-სემინარების ქართულ ენაზე გაგება და სასწავლო მასალის ათვისება; დაეხმაროს არაქართულენოვან სტუდენტებს, შეძლონ ინტეგრირება უნივერსიტეტის სასწავლო გარემოში, რათა მათ იგრძნონ თავი უნივერსიტეტის სრულფასოვან წევრებად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სტუდენტურ ცხოვრებაში.
"აქტიური ახალგაზრდების კლუბმა" ჩაატარა თამაში “რა? სად? როდის?“
 
 

ასევე:

  • ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
  • აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ის ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებს შეხვდა
  • აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა
  • "არენა 2-ში" მოწყობილ შეჯიბრებაში სტუ-მ გაიმარჯვა
  • სტუ-ის სტუდენტები კონკურსში „არა ძალადობას!“ საპრიზო ადგილებზე გავიდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge