აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა სტუ
31-03-2014, 13:04
აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა აზერბაიჯანის სლავისტიკის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ჩინგიზ ბედალოვი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე იმ პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა, რომლებიც ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებს ქართულ ენას ასწავლიან. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ ჯაგოდნიშვილი, რუსული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ბორის იმნაძე.

აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა ბედალოვმა საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულენოვანი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის სწავლებაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის. ჩინგიზ ბედალოვმა ქართველ კოლეგებს თანამედროვე ქართველი და აზერბაიჯანელი ავტორების პოეტური კრებულები გადასცა.

აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა ამას გარდა, ბედალოვი უკვე შეხვდა საქართველოს ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებს. აზერბაიჯანელი პროფესორი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულია იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბაქოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების სახელმწიფო ინსტიტუტს შორის. ვიზიტის მიზანი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლების ინტერნაციონალიზაციის პროექტის რეალიზებაა. ოფიციალურად მისი ტრეინინგები და შეხვედრები ქართველ კოლეგებთან ჩატარდება მიმდინარე სასწავლო წლის 27 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით.

აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, ქართული ენის მოსამზადებელ ჯგუფებში 155 ახალგაზრდა სწავლობს. კურსის გავლის შემდეგ ისინი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები გახდებიან. აღნიშნული პროექტი საქართველოში რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამის მიზანია, მოამზადოს არაქართულენოვანი სტუდენტები ენობრივად საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს შესაბამისად, ისე, რომ მათ შეძლონ შესაძლო საბაკალავრო საფეხურის სასურველ პროგრამაზე სწავლის გაგრძელება, ლექცია-სემინარების ქართულ ენაზე გაგება და სასწავლო მასალის ათვისება; დაეხმაროს არაქართულენოვან სტუდენტებს, შეძლონ ინტეგრირება უნივერსიტეტის სასწავლო გარემოში, რათა მათ იგრძნონ თავი უნივერსიტეტის სრულფასოვან წევრებად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სტუდენტურ ცხოვრებაში.
 
 

ასევე:

  • აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ის ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებს შეხვდა
  • ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
  • "აქტიური ახალგაზრდების კლუბმა" ჩაატარა თამაში “რა? სად? როდის?“
  • დიმიტრი შაშკინი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა
  • ესტონეთის ელჩი სტუდენტებსა და პროფესორებს სერტიფიკატებს გადასცემს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge