|
19-06-2015, 22:26
24 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი და ვილნიუსის უნივერსიტეტი ატარებენ საერთაშორისო სამეცნიერო სემინარს "პოლიტიკური დისკურსის თავისებურებების შედარებითი ანალიზი".
მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას ქ. 77, სტუ-ს 6 კორპ. 9 სართული, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.
სემინარის მიზანი და ამოცანები: სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლა «პოლიტიკური დისკურსის» ცნების გააზრების საკითხებზე ლიტვის და საქართველოს სამეცნიერო სკოლებში; პროექტის „ლინგვისტური ლანდშაფტის: ვილნიუსი-თბილისი შედარებითი ანალიზი“ პრეზენტაცია და პარტნიორების ძებნა ერთობლივი რეალიზაციისათვის.
სემინარის ფარგლებში ნავარაუდევია 4 მოხსენების მოსმენა: 1. ალა დიომიდოვა (ვილნიუსის უნივერსიტეტი).სუპერლატივი პრეზიდენტის დისკურსში (პრეზიდენტის ყოველწლიურიგზავნილების მასალებზე). 2. ჟანეტა ვარძელაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).მასობრივი შეგნების მანიპულაციის ენობრივი საშუალებები (ჯ. ბუშის, ბ. ობამას, ვ. პუტინის, დ. მედვედევის გამოსვლების შედარებითი ანალიზი). 3. ტატიანა მეგრელიშვილი(საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).პოლიტიკური ანალიტიკის ჟანრობრივი ტრანსფორმაციები (რუსულენოვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მასალების საფუძველზე). 4. ალა დიომიდოვა და იურატე რადავიჩუტე (ვილნიუსის უნივერსიტეტი).პროექტის „ლინგვისტური ლანდშაფტის: ვილნიუსი-თბილისი შედარებითი ანალიზი“ პრეზენტაცია.
მოხსენებების რეგლამენტი – 15 წუთი, კამათი- 10 წუთი თითოეულ მოხსენებაზე, პროექტის პრეზენტაცია - 10 წუთი.
სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.
სემინარის ორგანიზატორები: დოვილე იაკნიუნატე (PhD, დოცენტი, პროექტის ხელმძღვანელი, ქ. ვილნიუსი); ალა დიომიდოვა (PhD, დოცენტი, ქ. ვილნიუსი);იურატე რადავიჩუტე (PhD, უცხო ენების კათედრის მასწავლებელი, ქ. ვილნიუსი); ჟანეტა ვარძელაშვილი (ფილ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, ქ. თბილისი); ტატიანა მეგრელიშვილი (ფილ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, ქ. თბილისი).
სემინარის სამუშაო ენები – ქართული, ინგლისური, რუსული. |
|