სუ-ში ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სუ-ში ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება სტუ
2-11-2015, 23:17
3 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიხსნება აკადემიკოს ივერ ფრანგიშვილის დაბადების 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საინფორმციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა - 2015“ (სკტ-მმ 2015). კონფერენცია 5 ნოემბერს დასრულდება.

კონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება იმ სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების ტრადიციების გამგრძელებელია, რომლებიც ინჟინერიაში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და სპეციალისტებს საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, მართვისა და მოდელირების, ენერგეტიკისა და საინჟინრო ფიზიკის თანამედროვე მეთოდების ირგვლივ აერთიანებს.

სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში თეორიული და გამოყენებითი კვლევების პერსპექტიულ განვითარებაზე, ასევე, ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში მათ პრაქტიკულ დანერგვაზე მსჯელობა.

„თანამედროვე ინჟინერიისა და შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარებისას მკვლევრებს განსაკუთრებით რთული პრობლემების გადასაჭრელად უწევთ ახალი კონცეფციების, იდეებისა და მიდგომების მოძიება. კონფერენცია მიზნად ისახავს არატრადიციული მეთოდებისა და გამოთვლითი მოდელების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ახალი ამოცანების ამოხსნის იდეებისა და მეთოდოლოგიების შექმნას, საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, საინჟინრო-ტექნოლოგიური პროგრესისა და რელიგიის ურთიერთკავშირების გამოვლენას“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში ტექნიკური სისტემების მართვის ახალ პრინციპებსა და მოდელირებაზე, საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკულ დანერგვაზე მსჯელობა იქნება ამ მიმართულებით ახალი იდეების გაჩენის სტიმული.

კონფერენციის ოფიციალური სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული. კონფერენციის მუშაობის მიმართულებებია: ინფორმაციული ტექნოლოგიები; ტექნიკურ სისტემებში მართვის პრობლემები; კომპიუტერული ინჟინერია; მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება; კლასტერული, ღრუბლოვანი, განაწილებული, პარალელური გამოთვლები და მათი საინჟინრო გამოყენებები; ენერგეტიკის პრობლემები; საინჟინრო ფიზიკა; მეცნიერება და რელიგია.

ივერ ფრანგიშვილი იყო მართვის სისტემების, ინფორმატიკის და გამოთვლითი ტექნიკის დარგის თვალსაჩინო მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), რსფსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1981), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1985), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ა. ტრაპეზნიკოვის სახელობის მართვის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი (1985), საბჭოთა კავშირის გენერალური კონსტრუქტორი ატომური ელექტროსადგურების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზებული მართვის სისტემების დარგში (1987), საქრთველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი (1992), საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1992), არაერთი საერთაშორისო და უცხოური აკადემიის ნამდვილი წევრი.

ივერ ფრანგიშვილი დაიბადა საქართველოში, დიდ ჯიხაიშში. 1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1955 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის (შემდეგ – მართვის პრობლემების) ინსტიტუტში. 1970 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ფრანგიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: სისტემური მიდგომისა და ზოგადსისტემური კანონზომიერებების თეორიისა და პრინციპების დამუშავება სხვადასხვა ბუნების რთული სისტემის ფუნქციონირებისთვის; მოძრავი ობიექტების ამოცნობისა და აღმოჩენისთვის ახალი (ფონური) პრინციპების დამუშავება; დიდმასშტაბიანი სისტემების და მაღალი რისკის ობიექტების მართვის თეორიის დამუშავება; ახალი კლასის პარალელური და გადაწყობადი მრავალპროცესორიანი მმართველი გამოთვლითი სისტემების თეორიული საფუძვლებისა და პრინციპების დამუშავება. ფრანგიშვილის კვლევათა შედეგები წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დარგში რთული სისტემების მართვისთვის. იგი 400-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 20 მონოგრაფიის, ერთი სამეცნიერო აღმოჩენისა და 40 გამოგონების ავტორია; ფრანგიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით დაცულია 30-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია.
 
 

ასევე:

  • ივერ ფრანგიშვილის დაბადებიდან 82 წელი შესრულდა
  • ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია დღეს დასრულდება
  • ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება
  • მართვის ავტომატიზებული სისტემების თემაზე კონფერენცია ტარდება
  • სტუ-ში სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge