სტუ-სა და ევროპულ აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-სა და ევროპულ აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა სიახლე
28-01-2010, 19:12
28 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში ხელი მოეწერა ხელშეკრულების მემორანდუმს მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა, ხოლო ავსტრიის მხრიდან - აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ფელიქს უნგერმა.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდგომ უნგერი როგორც საქართველოსთვის, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გაწეული მრავალმხრივი დახმარებისთვის სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდებითა და საპატიო მედალით დაჯილდოვდა.
შეხვედრა სტუ-ის რექტორმა პროფესორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოება დალოცა და დღევანდელი დღე მიულოცა მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტმა, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ დამსწრე საზოგადოებას საპატიო სტუმრისადმი მინისტრის მიმართვა გააცნო. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სტუ-ის პროფესორი, ამჟამად იუნესკოს გენერალური მდივნის მრჩეველი გოჩა ჩოგოვაძე.
მემორანდუმი ძალაში ხელის მოწერიდან შევიდა.
 
 

ასევე:

  • სტუ-სა და სტამბულის ფათიჰის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • სტუ-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • სტუ-სა და “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • სტუ-სა და იულიხის ცენტრის ინსტიტუტებს შორის მემორანდუმები გაფორმდა
  • სტუ-სა და შპს „სინათლის ქალაქს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge