|
2-02-2010, 10:17
კანადურმა კომპანია ”DeanMark”-მა კომპიუტერის თაგვი ”AirMouse” შექმნა, რომელსაც, წინა მოდელებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი მანიპულატორი არ გააჩნია, _ წერს ”Gizmag”. ”AirMouse” ხელთათმანის მსგავსად უნდა ჩაიცვათ. თაგვი მაჯასა და ორ თითზე მაგრდება. უკაბელო მოწყობილობა მოძრაობის აღსაქმელად ლაზერს იყენებს და დამუხტვის გარეშე მუშაობა ერთი კვირის განმავლობაში შეუძლია. როგორც აცხადებენ, ”AirMouse” სიჩქარესა და კურსორის მართვის სიზუსტეს აუმჯობესებს. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, როდესაც ხელი თაგვის მართვისთვის დამახასიათებელ განსაზღვრულ მდგომარეობას იღებს. ”AirMouse” გაყიდვაში ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ გამოვა და მისი ღირებულება 129 დოლარი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, გაიყიდება თუ არა მოწყობილობა აშშ-ის საზღვრებს გარეთ. |
|