|
13-02-2010, 22:15
ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, 21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი უისტლერის ტრასაზე 150კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგით ტრასიის ბორტს შეეჯახა. სამწუხაროდ, სპორტსმენის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ქართულ დელეგაციასა და ნოდარ კუმარიტაშვილის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო მეთურებისა და მთავრობათა მეთაურების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ისაუბრა. "ყველა კანადელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სპორტსმენის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. მისი სპორტული სულისკვეთება და ოსტატობისადმი სწრაფვა ოლიმპიადის მიმდინარეობის განმავლობაში ემახსოვრება ყველას და მას ყველა მიაგებს პატივს. ყველა კანადელის სახელით თანავუგრძნობთ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრებს და ოლიმპიადის ქართულ ნაკრებს", - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, სტივენ ჰარპერმა. "ყველანი შოკში ვართ მომხდაროს გამო, არ ვიცით როგორ მოვიქცეთ და საერთოდ როგორ შევძლოთ ოლიმპიადაზე გამოსვლის გაგრძელება", - განუცხადა "როიტერს" საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯაფარიძემ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრ ნიკა რურუას განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ ქართველი ოლიმპიელები ვანკუვერში დარჩებიან და მათი დაღუპული მეგობრის ხსოვნის უკვდავსაყოფად წარმატებისთვის იბრძოლებენ. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე კანადისა და ოლიმპიური კომიტეტის დროშა ერთი წუთით დაბლა დაეშვა და ქართველი სპორტსმენის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიეგო პატივი. |
|