შენდობის კვირას ეკლესია ადამის სამოთხიდან განდევნას იხსენებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

შენდობის კვირას ეკლესია ადამის სამოთხიდან განდევნას იხსენებს კულტურა, სპორტი
14-02-2010, 00:14
დღეს, შენდობის კვირას, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
პირველქმინილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის უქონლობა გახდა. ამიტომ ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას პატიობს.
შენდობის წესის დროს კათალიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. უწმინდესის მიერ შენდობის წესის შესრულებას საქართველოს ყველა ეპისკოპოსი დაესწრება.
დღესვე აღინიშნება მირქმის დღესასწაული. მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.
იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ღვთისთვის უნდა შეეწირათ. ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს.
წელს დიდმარხვა 15 თებერვლიდან იწყება და 4 აპრილს უფლის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.
 
 

ასევე:

  • დღეს შენდობის დღეა
  • ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
  • ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
  • 4 დეკემბერს ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge