|
15-02-2010, 19:46
რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილი ყველა ის პედაგოგი, რომელმაც სამუშაო ადგილი დაკარგა, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით დასაქმდება. ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 800 დევნილი პედაგოგიდან 500-მდე უკვე დასაქმებულია, ხოლო დარჩენილი 300-მდე პედაგოგი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, რეგისტრაციის გავლის შემდეგ დასაქმდებიან. აღნიშნული პროგრამა დასაქმების კავშირთან ერთად ხორციელდება. |
|